დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 4, 2015

ჰამილტონი სილვერსტოუნის პოულზე

Motor racing-Hamilton on pole for British Grand Prix
4 ივლისი
მსოფიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელმაც სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა. მან 0.113 წამით აჯობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს და კარიერაში 46-ედ (სეზონში კი მერვედ) აიღებს პოულიდან სტარტს. ბრიტანელმა საუკეთესო წრე, კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველივე ცდაზე დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ჰამილტონმა თავის ინჟინრებს კვალიფიკაციაზე რბოლისთვის შესაფერისად მოამართვინა მანქანა და სწორედ ამის შემდეგ შეძლო როსბერგის ჯობნა. არადა, მეორე პრაქტიკაზე მასთან დაახლოებით ნახევარი წამი დათმო და ნარბოლევს, ავტომობილის ცუდ ბალანსს უჩიოდა. ამის გამო, როსბერგთან კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილშიც ჩამორჩა.
„საერთო ჯამში, საკმაოდ რთული უიკენდი გვაქვს. ავტომობილის იდეალურად დაბალანსება პრაქტიკულად შეუძლებელია. კვალიფიკაციის დროს, ჩვენ ბალანსი შევცვალეთ, რაც შესაძლოა, ერთი სწრაფი წრისთვის არ ყოფილიყო საუკეთესო ვარიანტი, თუმცა რბოლაში ალბათ კარგად იმუშავებს“, - ამბობს ჰამილტონი, რომელმაც შარშან სილვერსტოუნის რბოლა მოიგო.
როსბერგს არ გაუმართლა. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ წინა მარცხენა ბორბლი დაზიანდა, რამაც არასაკმარისი მოხვევადობა წარმოქმნა. სხვათა შორის, კვალიფიკაციის ბოლოს, თავისი დროის გაუმჯობესება თითქმის ვერავინ შეძლო. ჰამილტონმა ბოლო წრე არც კი დაასრულა, რადგან მცირე შეცდომის გამო, დრო დაკარგა და სანამ სტარტ-ფინიშის სწორზე გავიდოდა, ბოქსებისკენ გადაუხვია.
საინტერესოა, რომ კვალიფიკაციას 100 000 მაყურებელი ჰყავდა, კვირის რბოლისთვის კი 140 000 ბილეთია გაყიდული.

ბრიტანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
Q3
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:32.248
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:32.361
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:33.085
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:33.149
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:33.379
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                     1:33.547
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:33.636
8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1:33.649
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:33.673
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:33.943
Q2
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:34.268
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:34.430
13. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:34.502
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:34.511
15. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:34.868
Q1
16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:34.888
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:34.959
18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:35.207
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:37.364
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)     1:39.377

No comments:

Post a Comment