დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 5, 2015

ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზი მესამედ მოიგო

Motor racing-Hamilton wins British Grand Prix in Mercedes one-two
5 ივლისი
ვინ იფიქრებდა, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა ასე დაიწყებოდა - ფელიპე მასამ სტარტზევე ორივე „მერსედესს“ უგანა და კარგა ხანს წინ არავინ გაუშვია. უფრო მეტიც, ვალტერი ბოტასმა პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მაინც შეძლო ორივე „მერსედესის“ ჩამოტოვება და თანაგუნდელსაც კი შეუტია... მოკლედ, ასეთი სტარტის შემხედვარე, ეჭვიც კი შეგეპარებოდათ იმაში, რომ წინა რვა რბოლიდან, შვიდი სწორედ სამქიმიანებს აქვთ მოგებული და მათი ორივე პილოტი დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.

Saturday, July 4, 2015

მარკიონეს „ლანჩა დელტა ინტეგრალეს“ გამოშვებას სთხოვენ

Some FCA Execs Are Reportedly Asking Marchionne For A New Lancia Delta Integrale
4 ივლისი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფიატ კრაისლერის“ რამდენიმე აღმასრულებელი, ლეგენდარული „ლანჩა დელტა ინტეგრალეს“ ბაზარზე დაბრუნებას მოითხოვს, რომელსაც ბრენდ „ლანჩას“ გამოცოცხლება შეუძლია. „ავტოქარი“ თავისი ინფორმაციის წყაროდ, იტალიურ-ამერიკული კომპანიის თანამდებობის პირებს ასახელებს, რომელთა ვინაობაც არ გამხელილა.

„მუსტანგი“ გაყიდვებში „კამაროს“ ჩაგრავს

Mustang Tramples Camaro In Sales War For the First Time Since 2009
4 ივლისი
და ეს 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ახალი „მუსტანგი“ პირველივე დღიდან პოპულარულია. და ის გლობალური ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ პონი ქარების სეგმენტში, თავის მოძველებულ, თუმცა მაინც ძალიან პოპულარულ „შევროლე კამაროს“ და „დოჯ ჩელენჯერს“ დიდი უპირატესობით სჯობნის.

ჰამილტონი სილვერსტოუნის პოულზე

Motor racing-Hamilton on pole for British Grand Prix
4 ივლისი
მსოფიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელმაც სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა. მან 0.113 წამით აჯობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს და კარიერაში 46-ედ (სეზონში კი მერვედ) აიღებს პოულიდან სტარტს. ბრიტანელმა საუკეთესო წრე, კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველივე ცდაზე დააფიქსირა.

Friday, July 3, 2015

სილვერსტოუნზე უსწრაფესი როსბერგია

Motor racing-Rosberg fastest in British GP practice
3 ივლისი
ბრიტანელი მაყურებლისთვის გასაკვირად და გულდასაწყვეტად, ბრიტანული დიდი პრიზის პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე, საუკეთესო დროები ნიკო როსბერგს ჰქონდა. მისი თანაგუნდელი და ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი კი არასაკმარის სიჩქარეს უჩიოდა. განსაკუთრებით უკმაყოფილო ის მეორე პრაქტიკის შემდეგ იყო, რომელზეც „ფერარის“ ორივე პილოტმა აჯობა.

ჯორჯეტო ჯუჯარომ საკუთარი კომპანია დატოვა

Giorgetto Giugiaro Quits His Company, Audi Buys Remaining Stake
3 ივლისი
საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ, საკუთარი კომპანიის აქციების მის ხელთ არსებული პაკეტიც მიჰყიდა „აუდის“, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი „იტალდიზაინს“ სრულად დაეუფლა. აქციების გაყიდვის პარალელურად, ჯუჯარომ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტიც დატოვა.

„ლამბორგინი“ „ავენტადორ სუპერველოჩე როდსტერს“ გამოუშვებს

Lamborghini Confirms the Arrival of the Aventador Superveloce Roadster
3 ივლისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ლამბორგინიმ“ გამოაცხადა, რომ „ავენტადორ LP 750-4 სუპერ ველოჩეს“ ღია ვერსიას გამოუშვებს, სახელად „ავენტადორ SV როდსტერ“ (SV - სუპერ ველოჩე). იტალიური კომპანიის შეფ შტეფან ვინკელმანს ახალი ავტომობილის შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის გაგვანდო, რომ სანტ’აგატა ბოლონეზეში მას მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ.

„რედ ბულმა“ შეიძლება საგზაო სუპერ ავტომობილი გამოუშვას

Red Bull Racing road car still possible, says Christian Horner
1 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მალე „რედ ბულმა“ საკუთარი სუპერ ავტომობილის წარმოება დაიწყოს. როგორც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, ფ1-ის ავსტრიული გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მომავალში ეს გამორიცხული არაა. უფრო მეტიც, „რედ ბულის“ ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის ნათქვამი აქვს, რომ ასეთი ავტომობილის ესკიზებზე უკვე მუშაობს. ჰორნერი ამბობს, რომ ნიუის ამ პროექტზე მუშაობა სურს.

Wednesday, July 1, 2015

რის მილენმა პაიკს პიკი ლატვიური ელექტრომობილით მოიგო

Rhys Millen wins Pikes Peak under all-electric power
1 ივლისი
 პაიკს პიკის წლევანდელი რბოლა, მის ისტორიაში შევიდა - მისი გამარჯვებული ელექტრომობილით მოასპარეზე რის მილენი გახდა. ახალზელანდიელმა მრბოლმა გამარჯვება ლატვიური ელექტრული ღია პროტოტიპით მოიპოვა და ელექტრომობილებისთვის პაიკს პიკის რეკორდიც გააუმჯობესა. 19.99 კილომეტრი მან 9 წუთსა და 07.222 წამში გაიარა. მეორე ადგილიც ელექტრომობილით მოასპარეზე პილოტის საკუთრება გახდა. იაპონელმა ნობუჰირო „მონსტერ“ ტაძიმამ, ხორვატული „რიმაკ e-რანერით“, აღმართის გავლას 9 წუთი და 32.401 წამი მოანდომა.

ტანკი ფორმულა 1-ის ტექნოლოგიით

BAE Systems Are Using Formula One Technology to Make their Tanks Better
1 ივლისი
ტანკი რომ მკვლელობის იარაღი არ იყოს, მასზე ინფორმაციას საავტომობილო გამოცემებში ხშირად ნახავდით. მაგრამ ხანდახან იმის საბაბიც ჩნდება, რომ ტანკზე საავტომობილო გამოცემაშიც დაიწეროს. მითუმეტეს მაშინ, როცა ტანკის კონსტრუქციაში ფორმულა ერთის ტექნოლოგიაა გამოყენებული.

სუზუკიმ „სუზუკის“ პრეზიდენტობა სუზუკის ჩააბარა

Porsche Presents 919 Hybrid Racing Liveries
1 ივლისი
კომპანია „სუზუკის“ ხელმძღვანელმა ოსამუ სუზუკიმ, კომპანიის პრეზიდენტის პოსტი, საკუთარ შვილს, ტოშიჰირო სუზუკის ჩააბარა. ოსამუ 85 წლისაა და ის დიდი კომპანების ხელმძღვანელებს შორის, ყველაზე დიდხანს დგას მმართველ პოსტზე. ის დღესაც არის „სუზუკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და სავარაუდოდ, მომავალში ამ პოსტებსაც ტოშიჰიროს ჩააბარებს.

Tuesday, June 30, 2015

„რედ ბული“ „რენოს“ ძრავის ტესტებით კმაყოფილია

Red Bull encouraged by Renault test progress
30 ივნისი
„რედ ბული“ არ მალავს, რომ კმაყოფილია ავსტრიული ეტაპის შემდგომ, საფრანგეთში, დინამომეტრულ სტენდზე, „რენოს“ მიერ სატესტო ძრავისთვის ჩატარებული გამოცდების შედეგებით, რაც აშკარა პროგრესზე მიუთითებს. ფრანგული კომპანია ტესტებისთვის ერთცილინდრიანი ძრავის პროტოტიპს იკვლევს. ეს ძრავი კომპანიის კონსულტანტის, მარიო ილიენის მიერაა მომზადებული, რომელიც „რედ ბულმა“ სპეციალურად მოიწვია.

Monday, June 29, 2015

„ასტონ მარტინის“ „ვულკანი“ გუდვუდში

Aston’s 800HP Vulcan Track Monster Just Scared Everyone In Goodwood
29 ივნისი
სატრეკო სუპერ ავტომობილ „ვულკანის“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა, მაგრამ იქ „ასტონ მარტინმა“ მხოლოდ ავტომობილის მულიაჟი წარადგინა. გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე კი ბრიტანული კომპანის ახალი სიამაყე, V12 ძრავის გრუხუნით წარსდგა. ესაა 7.0-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატი, რომელიც ავტომობილს 800-ზე მეტი ცხენის ძალით ამარაგებს. მისი დახმარებით, „ვულკანს“ 320 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით ნავარდი შეუძლია.

„ფორდ ტრანზიტი“ WRC-ს სტილში

Limited Edition WRC Inspired Ford Transit M-Sport Makes You Crave A Van
29 ივნისი
რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) მონაწილე გუნდმა, „ფორდის“ დიდი ხნის პარტნიორმა „M-სპორტმა“ და ბრიტანულმა კომპანია „ვენ სპორტმა“, „ფორდის“ ვენ „ტრანზიტის“ ბაზაზე, მისი ორიგინალური ვერსია შეიმუშავეს, რომელიც WRC-ს სარბოლო „ფორდ ფიესტას“ სტილშია დამზადებული. ოღონდ, მისგან არც ძრავი გაუზიარებია და არც მომეტებული ტემპერამენტით გამოირჩევა.

MTM-მა ჯგუფ B-ს მსგავსი „აუდი A1 კვატრო“ შეიმუშავა

Someone Help MTM Build This Awesome 444hp Group B A1 Quattro
29 ივნისი
გერმანულმა სატუნინგო კომპანია MTM-მა, „აუდი A1-ის“ ბაზაზე შეიმუშავა სატუნინგო პაკეტი, რომელიც ამ უწყინარ ჰეჩბეკს, ნამდვილ მონსტრად გადააქცევს, ისეთად, როგორიც ერთ დროს ჯგუფ B-ს ლეგენდარული სარბოლო „აუდი კვატრო“ იყო. ოღონდ, ამ პაკეტის რეალიზაციისთვის საჭიროა, რომ კომპანიამ ასეთი ავტომობილის საჭირო რაოდენობით მუშტარი წინასწარ შეაგროვოს.