ფოტორეპორტაჟი რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკიდან
Tuesday, June 23, 2015
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, ტურინგ ლაითი (ჰონდა), მე-3 ეტაპი
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, ფორმულა ალფა, მე-3 ეტაპი
Monday, June 22, 2015
ნურბურგრინგზე სიჩქარე შეიზღუდება
Nürburgring CEO Officially Confirms Speed Limits
And Ban On Record Laps
22 ივნისი
როგორც ჩანს, წარსულს ბარდება ის დრო, როცა საავტომობილო
კომპანიები, თავიანთი ავტომობილების მიერ ნურბურგრინგზე ნაჩვენები დროით იწონებდნენ
თავს. ამიტომ, ლეგენდარული გერმანული ტრასის ჩრდილოური მარყუჟის წრის რეკორდის
დასამყარებლად, ისინი უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ და ისეთ სრულყოფილ მანქანებს ქმნიან,
რომლებითაც რომ არ იამაყო, დანაშაულიც კი იქნება.
კონცეპტუალური ფორმულა 1 დახურული კოკპიტით
Uber Cool Closed-Cockpit Formula 1 Concept Just Looks Mega
22 ივნისი
სანამ ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის პირველივე
წრეზე, ფერნანდო ალონსოს „მაკლარენი“ კიმი რაიკონენის „ფერარის“ თავზე „მოიკალათებდა“,
ინტერნეტით გავრცელდა ერთი საინტერესო კონცეპცია, რომელიც ფ1-ის დახურული კოკპიტის
მქონე ბოლიდს გვაცნობს. ის ჰოლანდიელ დიზაინერ ანდრიეს ვან ოვერბეეკეს მიერაა
შემუშავებული.
სარეკორდო „ფერარი ტესტა დ’ორო“ გაიყიდება
Is This Gorgeous One-Of-A-Kind Ferrari Testa
D’Oro for Sale?
22 ივნისი
„ფერარის“ ავტომობილები ყოველთვის გამორჩეულია. მათ
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჰყავთ თაყვანსმცემლები. კვიცებს შორის გამორჩეულები კი
იტალიურ კომპანიას მოდენასა და მარანელოში არსებულ, თავის მუზეუმებში აქვს გამოფენილი.
ერთ-ერთი მათგანია სარეკორდო გარბენის შესასრულებლად შემუშავებული „ტესტა დ’ორო“,
რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარი დამზადდა.
ქაჯაიას ოთხიდან ოთხი გამარჯვება
22 ივნისი
დათა ქაჯაიამ ტურინგის კლასში ევროპის ჩემპიონატის
მეორე ეტაპზე, რომელიც სლოვაკია რინგზე გაიმართა, მორიგი ორი გამარჯვება მოიპოვა
და ისინი თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა. უფრო
მეტიც, ქართველმა პილოტმა, მეორე რბოლაში უსწრაფესი წრეც დააფიქსირა და აბსოლუტურ
ჩათვლაში, მეორე ადგილი დაიკავა. მან წამზე ოდნავ მეტი წააგო გამარჯვებულთან, სერბ
დუშან ბორკოვიჩთან.
Sunday, June 21, 2015
პირველ მოსახვევში მოგებული რბოლა
Motor racing-Rosberg gets the jump on Hamilton in
Austria
21 ივნისი
ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრიის დიდი
პრიზის რბოლა და ამისათვის საკმარისი, ბრწყინვალე სტარტის აღება გამოდგა. რა თქმა
უნდა, ლუის ჰამილტონის წინ არ გაშვებასაც გერმანელისგან ბევრი გარჯა დასჭირდა,
თუმცა ეს მას კარგად ეხერხება და არც ამჯერად გაუშვა ხელიდან ის შანსი, რომელიც სტარტზე
ჩემპიონის მყისიერმა შეყოვნებამ მისცა. ამგვარად, ჰამილტონთან ჩამორჩენა კვლავ 10 ქულამდე
შეამცირა.
Saturday, June 20, 2015
„ბეემვეს“ უახლესი ფლაგმანი
The All-New 2016 BMW 7-Series
20 ივნისი
ეს ავტომობილი „ბეემვეს“ სახეა და ბუნებრივია,
გერმანული კომპანია მას წარმოებისთვის დიდი მონდემებით ამზადებდა. გაბარიტებით და
სტილით, ის შესაძლოა წინამორბედს (F01) ჰგავს, მაგრამ რეალურად, სრულიად ახალი
ავტომობილია. ბავარიელებმა თავიანთი ახალი ფლაგმანის შესაქმნელად, მთელი საინჟინრო
და ტექნოლოგიური პოტენციალი ჩართეს.
„ფორდი“ ელექტრომობილების ტექნოლოგიებს კონკურენტებსაც უზიარებს
Ford to make EV technology patents available to
rivals
20 ივნისი
„ფორდ მოტორმა“ თავისი ის პატენტები, რომლებიც
ელექტრომობილებს უკავშირდება, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. ასეთი, ერთი
შეხედვით უცნაური ნაბიჯის საბაბი ისაა, რომ ამერიკულ კომპანიას, ელექტრული
ავტომობილების განვითარების და ბაზარზე დამკვიდრების დაჩქარება სურს. ცისფერ
ოვალამდე ეს „ტესლა მოტორზმა“ გააკეთა, თუმცა მისგან განსხვავებით, „ფორდის“ ლიცენზიის
მოსაპოვებლად, მსურველ კომპანიებს თანხა ექნებათ გადასახდელი.
„მერსედესის“ პოულების ერთი წელი
Motor racing-Hamilton makes it a year of Mercedes
poles
20 ივნისი
სწორედ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც
„მერსედესს“ კვალიფიკაცია მოუგეს. ეს შარშან, ავსტრიის დიდ პრიზზე, ფელიპე მასამ
შეძლო. საუკეთესო დრო ისევ ლუის ჰამილტონს ჰქონდა, ვისთვისაც ეს ბოლო რვა რბოლაში
მეშვიდე პოულია. ამგვარად, მოქმედ ჩემპიონს კარიერაში უკვე 45 პოული დაუგროვდა,
ზუსტად იმდენი, რამდენიც სებასტიან ფეტელის ანგარიშზეა. მათზე მეტი მხოლოდ ორ
ლეგენდარულ პილოტს - მიხაელ შუმახერს და აირტონ სენას აქვთ.
Friday, June 19, 2015
ფეტელის სიურპრიზი
Motor racing-Vettel quickest in Austrian GP
practice
19 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის დიდი პრიზის პირველ
თავისუფალ პრაქტიკაზე სულ რამდენიმე წრის გავლა შეძლო და ბოლო დრო აჩვენა, მეორეზე
კი ტრანსმისია დაუზიანდა, სებასტიან ფეტელმა მაინც შეძლო ორივე სესიის ჯამში საუკეთესო
დროის დაფიქსირება. ორი სესიაზე ბოლო და პირველი ადგილები მართლაც საოცარი
კონტრასტია, თუმცა ასეთია ფ1 სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია.
„აუდი“ მინივენებზე უარს ამბობს
Audi CEO Says No to Minivans, Hints TTQ Arriving
after 2020
19 ივნისი
„აუდის“ საინვესტიციო გეგმა, რომლის ფინანსური
მოცულობაც 24 მილიარდ ევროს შეადგენს, 2020 წლისთვის, გერმანული კომპანიის პრემიუმ
სეგმენტის ლიდერად გარდაქმნას ითვალისწინებს. ამისათვის, ოთხი რგოლი ინტენსიურად
მუშაობს მისთვის სრულიად ახალ სეგმენტებში შეღწევაზე, უახლესი, ეკოლოგიური
ტექნოლოგიების ათვისებასა მწვანე ავტომობილების წარმოების ფართოდ გაშლაზე.
„მიშლენი“ - პილოტებს მაქსიმალურად დახარჯვის საშუალებას მივცემთ
Michelin: We will get F1 drivers pushing to the max again
18 ივნისი
„მიშლენი“ ირწმუნება, რომ თუ ფორმულა 1-ში
დაბრუნებას შეძლებს, როგორც საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი, მაშინ პილოტებს
მაქსიმალურად გარჯის საშუალებას მისცემს. საბურავების მწარმოებელმა ფრანგულმა
გიგანტმა დაადასტურა, რომ ფ1-ის საბურავების ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადი
უკვე შეიტანა.
„პორშეს“ იდუმალი სუპერ ავტომობილი
Porsche Teases Future Sports Car To Fans - What
Is It?
18 ივნისი
როგორც კი ლე მანის რბოლის კვალიფიკაციაზე, პირველი
სამი სასტარტო პოზიცია დაისაკუთრა, „პორშემ“ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, სამი ფოტო
გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთზე, საბურველში გახვეული ავტომობილია გამოსახული.
ამასთან, ფოტოებს აწერია: ისტორია, აწმყო და მომავალი.
Subscribe to:
Posts (Atom)










