Uber Cool Closed-Cockpit Formula 1 Concept Just Looks Mega
22 ივნისი
სანამ ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის პირველივე
წრეზე, ფერნანდო ალონსოს „მაკლარენი“ კიმი რაიკონენის „ფერარის“ თავზე „მოიკალათებდა“,
ინტერნეტით გავრცელდა ერთი საინტერესო კონცეპცია, რომელიც ფ1-ის დახურული კოკპიტის
მქონე ბოლიდს გვაცნობს. ის ჰოლანდიელ დიზაინერ ანდრიეს ვან ოვერბეეკეს მიერაა
შემუშავებული.
რა თქმა უნდა, დახურული კოკპიტის მთავარი დანიშნულება,
პილოტების უსაფრთხოებაა. საერთაშრისო საავტომობილო ფედერაციის (FIA)
ტექნიკურმა ჯგუფმა, ამ მიმართულებით, არაერთი ტესტი ჩაატარა, რომლებმაც აჩვენა,
რომ სამხედრო თვითმფრინავების მსგავსი გამჭვირვალე სანთელი, კარგად დაიცავს პილოტის
თავს შესაძლო ტრავმებისგან.
ამ ეტაპზე, დახურული კოკპიტის თემა არ განიხილება.
მაგრამ სამაგიეროდ, ვან ოვერბეეკეს მსგავს ნიჭიერ დიზაინერებს, ახალი
კონცეპციისთვის შთაგონების წყარო გაუჩნდათ. ასეთი კონსტრუქცია ხომ არამხოლოდ
პილოტების უკეთეს დაცულობას უზრუნველყოფს, არამედ მათ წვიმაშიც უადვილებს საქმეს
და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სარბოლო ავტომობილის აეროდინამიკას
აუმჯობესებს.
სანთელის შიგნით ექცევა დამცავი რკალი, რომელიც
პილოტის თავს უკან და ზედა ნაწილშია მოთავსებული და ძლიერ აუარესებს ჰაერის ნაკადის
მოწესრიგებულ მოძრაობას. მის გარეთ მხოლოდ ძრავის ჰაერის ამღები მოთავსდება.
თუმცა, თუ აეროდინამიკა მოითხოვს, ამ ელემენტის სხვაგან განლაგებაც შეიძლება.
შესაძლოა, ეს სადაო საკითხია, მაგრამ ასეთი ბოლიდები,
ახლანდელებზე უკეთაც გამოიყურება. არაა გამორიცხული, რომ დახურული კოკპიტების თემა
კვლავ აქტუალური გახდეს. ყოველ შემთხვევაში, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები
იმის შესახებ, რომ ფ1-ს ცვლილება სჭირდება.
ვან ოვერბეეკეს კონცეპცია იმითაცაა გამორჩეული, რომ
ბოლიდს გაცილებით მარტივი წინა ანტი ფრთა აქვს, რაც ჰაერის ნაკადის ტურბულენტობისადმი,
ავტომობილს ნაკლებად მგრძნობიარეს გახდის. ეს კი გასწრების გაადვილებას
გამოიწვევს. კონცეპცია უფრო განიერ ბოლოდებსაც გვთავაზობს. ასევე გაფართოებულია ბორბლები.
No comments:
Post a Comment