დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 15, 2014

გუტიერესი „ფერარის“ რეზერვში გადავიდა

A Mexican driver is back to Maranello
15 დეკემბერი
„ფერარის“ გუნდში მორიგი სიახლეა - მომავალი სეზონიდან, მარანელოელთა ტესტ და სარეზერვო პილოტი, მექსიკელი ესტებან გუტიერესი იქნება. მექსიკელმა პილოტმა გასული სეზონის ბოლოს, „ზაუბერში“ ადგილი დაკარგა, სადაც მის და გერმანელი ადრიან სუტილის ნაცვლად, შვედი მარკუს ერიქსონი და ბრაზილიელი ფელიპე ნასრი მიიწვიეს.

„იაგუარ ლენდ როვერის“ მორიგი სიახლე მომავლიდან

Jaguar Land Rover previews transparent pillar technology
15 დეკემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ტექნოლოგიური სიახლეების ექსპანსიას აგრძელებს. ბრიტანულმა კომპანიამ ამჯერად სისტემა „360 ვირჩუალ ურბან ვინდსქრინი“ წარმოადგინა. ამ სიახლეზე კომპანიამ პირველად მაშინ ილაპარაკა, როცა კონცეპტუალური „ლენდ როვერ დსქავერი ვიჟნი“ გაგვაცნო. ამ სისტემის დახმარებით, დახურული ძარის მქონე ავტომობილში, მის ირგვლივ არსებული გარემოს 360 გრადუსით ხედვის საშუალება იქმნება.

Sunday, December 14, 2014

„ნისან ლიფი“ და სხვა არაფერი!

Nissan Leaf Owners Never Want to Drive Combustion Engines Again
14 დეკემბერი
„ნისანის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მის ელექტრომობილ „ლიფის“ მფლობელები აღარ აპირებენ შიდაწვისძრავიან ავტომობილზე გადასვლას. კვლევის დროს, მარკეტოლოგებმა ელექტრომობილის 6 500 მფლობელი გამოჰკითხეს. მათგან ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ელექტრომობილი უფრო მოსახერხებელია ექსპლუატაციისას, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი. მთავარი არგუმენტი, არნახულად მცირე საექსპლუატაციო ხარჯებია.

EDAG-ის „მსუბუქი ნაჭუჭი“ ავტომობილებისთვის

EDAG's New Light Cocoon Concept to Hatch in Geneva
14 დეკემბერი
ინჟინირინგზე სპეციალიზებულმა გერმანულმა ატელიე EDAG-მ კიდევ ერთი საოცარი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც შესაძლოა მალე საავტომობილო მრეწველობაში დაინერგოს. ეს ტექნოლოგია კომპანიამ კონცეპტუალური ავტომობილის სახით წარმოადგინა, რომელსაც „ლაით კოკონი“ (მსუბუქი ნაჭუჭი) ეწოდა. და ამ ავტომობილს ფართო საზოგადოებას ჟენევის მოტორ შოუზე წარუდგენს.

ფილდსი „ფორდისთვის“ „გარღვევის წელს“ პროგნოზირებს

Fields predicts 'breakthrough year' for Ford in 2015
14 დეკემბერი
„ფორდ მოტორის“ მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსი ამბობს, რომ 2015 წელი მისი კომპანიისთვის „გარღვევის წელი“ იქნება, რაშიც მთავარ როლს ის ახალი ავტომობილები ითამაშებს, რომლებიც ბაზარზე წელს გამოვიდა და რომლებმაც მოგების დიდი მარჟები განაპირობა. „ჩვენს ინვესტიციებს მოგება მოაქვს, ეს კი შემდგომი ზრდის საფუძველს ქმნის“, - ამბობს ფილდსი.

ფ1-ის გუნდების შეფებმა საუკეთესოდ ჰამილტონი დაასახელეს

F1 team bosses vote Lewis Hamilton as best driver of 2014
14 დეკემბერი
ფორმულა ერთის ორგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, გასულ სეზონის საუკეთესო პილოტად, ფ1-ის გუნდების ხელმძღვანელებმაც დაასახელს. ტრადიციულად, ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდების შეფებს 10 საუკეთესო პილოტის დასახელება სთხოვა. კონკურსის წესების მიხედვით, ყოველი ადგილი, ფ1-ის ქულების (25-18-15-12-10-8-6-4-2-1) შესაბამისად ფასდება.

Saturday, December 13, 2014

„სუზუკი“ ახალ „ჯიმნის“ 2016 წელს გამოუშვებს

2017 Suzuki Jimny Confirmed to Debut in 2016
13 დეკემბერი
„სუზუკის“ უგზოობის პატარა მოდელ „ჯიმნის“ მესამე თაობა ბაზარზე 1998 წლიდანაა. სამ წელიწადში ის წარმოებიდან მოიხსნება. ის ამრტივი აგებულებით გამოირჩევა და რაც მთავარია, შესანიშნავი ყველგანმავალია. სწორედ ამიტომ დატოვეს ბაზარზე ასე დიდხანს. და ამიტომ იქნება მისი შემცვლელის გამოშვება ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან მან წინამორბედის ყველგანმავლის თვისებებიც უნდა შეინარჩუნოს და თანამედროვე ტენდენციებსაც უნდა ააყოლოს ფეხი.

„მაკლარენის“ ახალმა ბოლიდმა ქრეშ ტესტი გაიარა

McLaren's 2015 Formula 1 car passes crash tests
13 დეკემბერი
„მაკლარენი“ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გუნდია, რომელმაც ახალი ბოლიდის სავალდებულო ქრეშ ტესტები წარმატებულად გაიარა. თუმცა, უოკინგელებს ჯერაც არ გამოუცხადებიათ თავიანთი ახალი სარბოლი ავტომობილის დბიუტის თარიღი. ცნობისათვის, წინასასეზონო ტესტები 1 თებერვალს, ხერესის (ესპანეთი) ტრეკზე დაიწყება.

Friday, December 12, 2014

„პორშემ“ სუპერქარ „918 სპაიდერის“ წარმოების ლიმიტი ამოწურა

Porsche confirms 918 Spyder sold out
12 დეკემბერი
„პორშეს“ კვლევისა და განვითარების შტოს შეფმა ვოლფგანგ ჰატცმა განცხადა, რომ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერის“ ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა ამ ავტომობილის შთამომავალზე, თუმცა მის შესახებ რაიმე ინფორმაციას ამ ეტაპზე საიდუმლოდ ინახავს. ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე ჰატცმა თქვა, რომ სუპერ ავტომობილის 918-ვე ეგზემპლარზე შეკვეთები მიღებულია. თუმცა მისი შეძენის მსურველთა სია მაინც შედგება, იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე შემკვეთი ყიდვას გადაიფიქრებს.

Thursday, December 11, 2014

„მაკლარენმა“ ალონსოსთან კონტრაქტი გააფორმა

Jenson Button secures McLaren seat alongside Fernando Alonso
11 დეკემბერი
ალონსოც დაბინავდა. როგორც იქნა, ესპანელმა „მაკლარენთან“ კონტრაქტი გააფორმა. და მომავალ სეზონში მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი იქნება. უფრო სწორედ, თანაგუნდელები ბატონი და კევინ მაგნუსენი იქნებიან, რადგან უოკინგელებმა დანიელის შენარჩუნებაც შეძლეს, ოღონდ, სარეზერვო პილოტის რანგში. ეს საუკეთესო ვარიანტი იყო მათ შორის, რომლებზეც ადრე იყო ლაპარაკი.

Wednesday, December 10, 2014

ჩრდილოეთ ამერიკის 2015 წლის საუკეთესო ავტომობილის ფინალისტები

2015 North American Car & Truck/Utility Of The Year Finalists Announced
10 დეკემბერი
კონკურს „ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილის“ ჟიურიმ, 2015 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდბაზე წარდგენილ ავტომობილებს შორის, კატეგორიების ფინალისტები დაასახელა. მსუბუქ ავტომობილებს შორის საუკეთესოს წოდების მოპოვების შანსს „ფორდ მუსტანგი“, „ფოლკსვაგენ გოლფი“ და „ჰიუნდაი ჯენზისი“ ინარჩუნებენ. წლის საუკეთესი პიკაპისა და უგზოობის ავტომობილის წოდებისთვის კი პიკაპი „ფორდ F-150“, პიკაპი „შევროლე კოლორადო“ და ქროსოვერი „ლინკოლნMKC იბრძოლებენ.

„GLE კუპე“ – „მერსედესის“ პასუხი „ბეემვე X6-ს“

New GLE Coupe is Mercedes' Solution to its BMW X6 Problem
10 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილი, სპორტული ქროსოვერი „GLE კუპე“ გაგვაცნო, რომლითაც კონკურენციას „ბეემვეს“ პოპულარულ X6-ს გაუწევს. თავისი „გამოცდილი“ კონკურენტის მსგავსად, ახალ სამქიმიანსაც უკნისკენ დახრილი სახურავი გამოარჩევს. ის ახალი ML-ის კლასის უგზოობის მოდელის ბაზაზეა დამყნობილი, რომელიც მომავალი წლიდან GLE-ს სახელით გაიყიდება.

„ლამბორგინი ეგოისტა“ 1/18 მასშტაბში

Lamborghini Egoista 1/18 Scale Model Is More Awesome Than the Real Thing
10 დეკემბერი
„ლამბორგინი ეგოისტა“ ერთჯერადი პროექტია, არც კონცეპტუალური, არც სხვა რამ დანიშნულების. ის ერთხელ შექმნეს, მხოლოდ დიზაინერების სავარჯიშოდ და რაც მთავარია, კომპანიის დაარსებიდან 50 წლის იუბილის აღსანიშნავად. და არც გაუყიდიათ. ამჟამად სანტ’აგატა ბოლონეზეში იმყოფება, კომპანიის მუზეუმს ამშვენებს. მოკლედ, ძალიან მდიდრებისთვისაც და კომპანიის ერთგული კლიენტებისთვისაც ხელმიუწვდომელია.

„მაზერატი ალფიერი“ - ოფიციალური ინფორმაცია

Maserati Details Alfieri, Will Rival Porsche 911 and Jaguar F-Type from 2016
10 დეკემბერი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მაზერატი“ კონცეპტუალური „ალფიერის“ სერიულად გამოშვებას (2016 წელს) აპირებს, ადრევე გავრცელდა. ახლახანს კი კომპანიამ თავისი მომავალი სიახლის შესახებ მცირე ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჯერ ერთი ის, რომ ავტომობილი სახელს შეინარჩუნებს. კომპანია თვლის, რომ ეს არ იქნება მისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ კომპანიის სახე გახდეს. და ის კონკურენციას „პორშე 911-ს“ და „იაგუარ F-ტაიპს“ გაუწევს.

Tuesday, December 9, 2014

„ფოლკსვაგენი“ დეტროიტში ახალ კონცეპტუალურ ქროსოვერს წარადგენს

VW to Debut New Crossover Concept in Detroit
9 დეკემბერი
„ფოლკსვაგენმა“ ახალი კონცეპტუალური ქროსოვერი მოამზადა, რომელსაც დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენს. ეს ინფორმაცია როიტერსს კომპანიის ორმა წარმომადგენელმა აცნობა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს. მათი თქმით, კონცეპტი ხუთადგილიანია, მაგრამ მისი სერიული ვერსიის სალონში შვიდი სავარძელი მოთავსდება. ამ ავტომობილს გერმანული კომპანიის ჩატანუგას (შტატი ტენესი, აშშ) ქარხანა გამოუშვებს, ბაზარზე კი ის 2016 წელს გამოვა.