Jenson Button secures McLaren seat alongside Fernando
Alonso
11 დეკემბერი
ალონსოც დაბინავდა. როგორც იქნა, ესპანელმა „მაკლარენთან“
კონტრაქტი გააფორმა. და მომავალ სეზონში მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი იქნება.
უფრო სწორედ, თანაგუნდელები ბატონი და კევინ მაგნუსენი იქნებიან, რადგან უოკინგელებმა
დანიელის შენარჩუნებაც შეძლეს, ოღონდ, სარეზერვო პილოტის რანგში. ეს საუკეთესო
ვარიანტი იყო მათ შორის, რომლებზეც ადრე იყო ლაპარაკი.
„სკაისპორტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფერნანდო
ალონსომ კონტრაქტს ხელი მხოლოდ ორი დღის წინ მოაწერა. ბოლო მომენტამდე დიდი
ალბათობა იყო იმისა, რომ ის მომავალ სეზონს გამოტოვებდა. იმავე ინფორმაციით, მას „მაკლარენში“
დაბრუნება ძალიან მაღალმა ანაზღაურებამ გადააწყვეტინა - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მომავალ
სეზონში 40 მილიონ დოლარს მიიღებს, ანუ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე „ფერარისგან“
ღებულობდა.
მის ხარჯზე, ხელფასი გაუნახევრდება ბატონს, ვინც
გასულ სეზონში 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. მისი კონტრაქტი ერთწლიანია,
ალონსოსი კი ორიანი, შემდგომი გაგრძელების ოპციით. თუმცა, ესპანელის კონტრაქტში
არის პუნქტი, რომელიც ერთი წლის შემდეგ წასვლის უფლებას აძლევს, თუ „მაკლარენ-ჰონდა“
არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდება.
No comments:
Post a Comment