დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 13, 2014

კუბიცა ფ1-ში დაბრუნებას ჯერჯერობით გამორიცხავს

F1 return still 'impossible' for now – Kubica
13 აპრილი
რობერტ კუბიცამ კიდევ ერთხელ გააწბილა თავისი ფანები, როცა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ფორმულა ერთში მისი დაბრუნება ისევ შეუძლებლად მიაჩნია. პოლონელი მრბოლი, ვინც რალის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს, ამბობს, რომ ფიზიკურად ჯერაც შეზღუდულია იმისათვის, რომ ფ1-ის ვიწრო კოკპიტში, ექსტრემალურ პირობებში საჭის მართვა შესძლოს.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში 2014, ლეჯენდსი, რბოლა


საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში 2014, ტურინგ ლაითი, რბოლა


საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში 2014, ფორმულა ალფა, რბოლა


საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში 2014, გახსნის ცერემონია



Saturday, April 12, 2014

„ფორდის“ ლუქს კონცეპტი „ტრანზიტ აკსილაინერი“ პრემიერის წინ

Ford Previews Luxurious Transit Skyliner Concept ahead of New York Debut
12 აპრილი
„ფორდმა“ და მისმა პარტნიორმა რბოლებში, „გალპენ ავტო სპორტსმა“ ერთობლივად შეიმუშავეს ვენ „ტრანზიტის“ ლუქს ვერსია, სახელად „ტრანზიტ სკაილაინერი“, რომლის პრემიერაც ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება. პარტნიორებმა გამოაცხადეს, რომ ასეთი მდიდრული ვენის შექმნის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ყველასთვის ეჩვენებინათ, თუ რამდენად მოქნილი, მრავალმხრივი და ბევრი შესაძლებლობის მქონე ავტომობილია სრულიად ახალი „ტრანზიტი“.

„ტოიოტაში“ „ღმერთები“ ბრუნდებიან

Toyota Replacing Some Factory Robots With Humans To Increase Quality
12 აპრილი
„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ მოწინავე კომპანიაა ავტომობილების წარმოებისას რობოტების გამოყენების მხრივ. სწორედ რობოტების წყალობით, იაპონურმა კომპანიამ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის წოდება მოიპოვა და ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რობოტები რიგ შემთხვევაში, პროდუქციის ხარისხის გაუარესების მიზეზებიც ყოფილან.

საქართველოს ჩემპიონატი 2014, ლეჯენდსი, 1-ლი ეტაპი, კვალიფიკაცია


საქართველოს ჩემპიონატი 2014, GT, ტურინგი, 1-ლი ეტაპი, კვალიფიკაცია



საქართველოს ჩემპიონატი 2014, ფორმულა ალფა, 1-ლი ეტაპი, კვალიფიკაცია

Friday, April 11, 2014

„მუსტანგის“ საიუბილეო ღონისძიებები 16 აპრილს იწყება

"50 Years of Mustang" Celebratory Events Kickstart on April 16
11 აპრილი
ლეგენდარული „ფორდ მუსტანგი“ იუბილარია - ნახევარი საუკუნე შეუსრულდა. ის არ ითვლება მასობრივ ავტომობილად, თუმცა ამ 50 წლის განმავლობაში, „ფორდმა“ უკვე მისი 9 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაჰყიდა! პირველმა „მუსტანგმა“ კონვეიერი 1964 წლის 17 აპრილს დატოვა და სწორედ ეს დღე ითვლება ამ ავტომობილის დაბადების დღედ.

FIA-მ ამერიკულ გუნდს მწვანე შუქი აუნთო

FIA accepts Haas team entry, considers Forza Rossa
11 აპრილი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) დააკმაყოფილა ამერიკულ გუნდ „ჰაასის“ თხოვნა, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვასთან დაკავშირებით. ამერიკულ გუნდს უფლება აქვს, მომავალი სეზონიდან დიდი პრიზების ცირკის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. გარდა ამისა, FIA მეორე გუნდის საკითხსაც განიხილავს.

„ფორდი“ და „ბეემვე“ შეიძლება ფ1-ში დაბრუნდნენ

BMW, Ford considering F1 return – reports
11 აპრილი
პადოკში გავრცელებული ხმების მიხედვით, ფორმულა ერთში შესაძლოა „ფორდი“ და „ბეემვე“ დაბრუნდნენ. ბავარიულ კომპანიასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელებას, ფ1-ის ფუნდის ყოფილი მფლობელის, ჯანკარლო მინარდის გამონათქვამმა შეუწყო ხელი, რომლის თქმითაც, ძრავების ახალი რეგლამენტით, „მერსედესის“, „ფერარის“ და „რენოს“ გარდა, სხვა კომპანიებიც შეიძლება დააინტერესოს.

პერესი ფ1-ის დატოვებას აპირებდა

Sergio Perez says he nearly quit F1 after losing McLaren drive
11 აპრილი

ბაჰრეინში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, სერხიო პერესმა განაცხადა, რომ „მაკლარენში“ ადგილის დაკარგვის შემდეგ, ფორმულა ერთიდან წასვლასაც კი აპირებდა. ახლა კი არ ნანობს, რომ ასე არ მოიქცა:

Thursday, April 10, 2014

„რედ ბული“ „რენოს“ ალტერნატივებს განიხილავს

Red Bull considering alternatives to Renault
10 აპრილი
სამი წარუმატებელი რბოლა საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ „რედ ბულმა“ ძრავების იმ მიმწოდებლის შეცვლაზე დაიწყოს ფიქრი, რომელთან ერთადაც, მან და მისმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა ზედიზედ ოთხი ტიტული მოიპოვეს. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიული საჯინიბოს მრჩეველმა, დოქტორმა ჰელმუტ მარკომ ფრანგ პარტნიორს ულტიმატუმი წაუყენა: „თუ ორ-სამ თვეში საგრძნობი წინსვლა არ გვექნება, მაშინ ჩვენ ალტერნატივაზე ზრუნვა მოგვიწევს“.