Motor racing-Hamilton takes 11th pole in 12 races
5 სექტემბერი
ლუის ჰამილტონმა ამ სეზონში 12 კვალიფიკაციიდან 11
კი მოიგო, მაგრამ მონცას ტრეკზე მისული ათეულობით ათასი ტიფოზი, იტალიის დიდი
პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, მაინც კმაყოფილი დარჩა. ამის მიზეზი კი
ისაა, რომ „ფერარის“ ორივე პილოტი, „მერსედესის“ პილოტებს შორის ჩადგა - კიმი
რაიკონენმა და სებასტიან ფეტელმა მეორე და მესამე ადგილები დაისაკუთრეს. და ეს
მაშინ, როცა „მერსედესმა“ იტალიაში გაუმჯობესებული ძრავი ჩაიტანა.













