დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 1, 2015

„ჰონდას“ ძრავი „რენოსას“ 25 ცხენის ძალით სჯობნის

Honda Motorsport Chief Believes Their F1 Engine Is 25 HP Clear Of Renault
1 სექტემბერი
„ჰონდა მოტორსპორტის“ შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ მისი მისი გუნდის მიერ შემუშავებული აგრეგატის სიმძლავრე, დაახლოებით 25 ცხენის ძალით მეტია „რენოსაზე“, თუმცა ლიდერ „მერსედესისას“ 40-50 ცხენით ჩამორჩება. რაც შეეხება „ფერარის“, „ჰონდა“ ჯერ ვერც მას დაეწია, რადგან იტალიელებს ძალიან კარგი შიდაწვის ძრავი აქვთ. თუმცა სხვა კომპონენტების ხარჯზე, მათთან ჩამორჩენა მხოლოდ 30 ცხენის ძალაა.
„40-50 ცხენის ძალა გვაშორებს მერსედესთან, მაგრამ რენოზე 25-ით წინ ვართ. ჩვენი ძრავი ცოტათი ჩამორჩება ფერარის, მაგრამ ბევრით უკეთესია რენოზე. მერსედესი ჯერაც შორსაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სეზონის მეორე ნახევარში, ყველაფერს გავაკეთებთ ლიდერების დასაწევად“, - ამბობს არაი. თუმცა ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებს - სპაზე რბოლისას, „რენოს“ ძრავებით აღჭურვილი მანქანებით მოასპარეზე პილოტებს, „მაკლარენებზე“ უკეთესი შედეგები ჰქონდათ.
მაგალითად, კვალიფიკაციაზე „მაკლარენის“ საუკეთესო დრო - 1:50.978, ჯენსონ ბატონს ჰქონდა. თუმცა, ამაზე თითქმის წამით უკეთესი დრო აჩვენა „ტორო როსოს“ მაქს ფერსტაპენმა. ერთი შეხედვით აბსურდულად ჩანს - 25 ცხენით მეტი და აშკარად უარესი დრო. თუმცა, ეს შეიძლება სპას ტრეკის თავისებურებით აიხსნას, რომელზეც გრძელ სწორ მონაკვეთებს, სწრაფი მოსახვევები ენაცვლება, ასეთ მოსახვევებში კი „რედ ბულისა“ და „ტორო როსოს“ შასი თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე „მაკლარენისა“.
მაგრამ თავის მხრივ, „მაკლარენი“ ირწმუნება, რომ მისი შასი კარგადაა მომართული, თუმცა იმასაც დასძენს, რომ მისგან უკეთეს შედეგებს სინგაპურის რბოლაში ელის, სადაც ნელი მოსახვევები და მოკლე სწორებია. არაი ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან, „ჰონდა“ „მაკლარენის“ პაკეტის გაუმჯობესებაზეც იზრუნებს. უფრო მეტიც, აეროდინამიკის კონცეპციის შემუშავებაშიც მიიღებს მონაწილეობას.

დაბოლოს, არაი ამბობს, რომ მომავალ სეზონში კიდევ ერთი ჩავარდნა „ჰონდასთვის“ სრულიად მიუღებელი იქნება.

No comments:

Post a Comment