12 დეკემბერი
„ფორდის“ უძველესი ავტომობილი - 1903 წელს
გამოშვებული „მოდელი A“, ფორდის ოჯახს დაუბრუნდა. ამ სიმბოლური მოვლენით დაიწყო
კომპანიის დამაარსებელ ჰენრი ფორდის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღნიშვნა,
რომელიც ერთ წელს გასტანს. ჰენრი ფორდ 1863 წლის 30 ივლისს არის დაბადებული და
ამასთან დაკავშირებით, ამერიკული კომპანია არაერთ ღონისძიებას გეგმავს.














