10 დეკემბერი
„რედ ბული“ მზადაა, მომავალ სეზონში, ავსტრიის დიდ
პრიზს შპილბერგის განახლებულ ტრასაზე უმასპინძლოს. როგორც ცნობილია, ენერგეტიკული სასმელების
მწარმოებელმა კომპანიამ, შპილბერგის ტრასა, რომელსაც მანამდე „A1 რინგი“ ერქვა, გამოისყიდა
და განაახლა, რის შემდეგაც, მას „რედ ბულ რინგი“
უწოდა.
კომპანიის მრჩეველი მოტორსპორტის საკითხებში,
წარსულში ფ1-ის პილოტი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ ის უკვე დაუკავშირდა FIA-ს და
შპილბერგის ტრასაზე ეტაპის ჩატარების შესაძლებლობას საფუძველი მოუსინჯა. როგორც ცნობილია,
მომავალი სეზონის კალენდარში, გერმანულმა ეტაპმა ერთი კვირით წინ წაინაცვლა და
ამგვარად, გჩნდა იმის საშუალება, რომ მის შემდეგ, ევროპაში კიდვ ერთი რბოლა ჩატარდეს.
ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ნიუ იორკში რბოლის ჩატარება ვერ მოხერხდა.
სხვათა შორის, ბერნი ეკლსტოუნს გამოთავისუფლებულ
ადგილზე ფრანგული ეტაპის ჩასმა სურდა, მაგრამ ფრანგებმა თავი შეიკავეს. ამის
შემდგ, ბერნიმ მზერა თურქეთს მიაპყრო. ისტანბულ პარკზე დაბრუნების საკითხი მალე
გაირკვევა და თუ თურქებმაც უზარმაზარი თანხის გადახდაზე უარი თქვეს, მაშინ დიდი
პრიზების ქარავანს ავსტრიაში დაბრუნებაში ხელს ვეღარაფერი შეუშლის. შეგახსენებთ,
რომ ბოლოს ავსტრიამ ფ1-ის რბოლას 2003 წელს უმასპინძლა.
„FIA-ს შევახსენეთ, რომ „რედ ბულ რინგს“ გააჩნია
ფ1-ის რბოლის ჩატარების ლიცენზია“, - განაცხადა მარკომ. შპილბერგისთვის მთავარი
ნაკლი ისაა, რომ მისი ტრეკის ტრიბუნა მხოლოდ 40 000 მაყურებელს იტევს და აქედან
გამომდინარე, მასზე მოგებიანი ეტაპის ჩატარება შეუძლებელია. მაგრამ მარკო
ირწმუნება, რომ რბოლას ავსტრიის მთავრობა და შტირიის ხელისუფლება დააფინანსებენ.
სხვათა შორის, „რედ ბულმა“ ადგილობრივი
სასტუმროების განახლებაზე იზრუნა. ამასთან, ქალაქ გრაცამდე ჩქაროსნული მაგისტრალიც
მიდის. ეს კი საკმარისი პირობაა იმისათვის, რომ შპილბერგის ტრეკი ეკლსტოუნმა არ
დაიწუნოს. სასტუმროების მხრივ, ადრე პრობლემები არასდროს გვქონია და არც ახლა
გვექნებაო, - ამბობს მარკო.
ავსტრიაში
ფ1-ის 26 რბოლაა ჩატარებული. 1964 წელს, რბოლა ყოფილ სამხედრო აეროდრომზე, ცელტვეგის
სიახლოვეს ჩატარებულა, 1970-78 წლებში კი ავსტრიულ ეტაპს ოსტერრაიხრინგმა
უმასპინძლა. შემდეგ ეს ტრასა განახლდა და მას „A1 რინგი“ ეწოდა. განახლებულ ტრეკზე ფ1-ის ეტაპები 1997-2003
წლებში ტარდებოდა.
No comments:
Post a Comment