დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 10, 2012

კუბიცა ჯერჯერობით დაბრუნებას გამორიცხავს

Kubica rules out F1 return for now
10 დეკემბერი

რობერტ კუბიცამ აღიარა, რომ ფორმულა ერთში მალე დაბრუნებას ვერ შეძლებს. არადა, ინტერლაგუშზე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, „ლოტუსი“ რომენ გროჟანთან კონტრაქტის გაგრძელებას იმის გამო აჭიანურებს, რომ კუბიცას დაბრუნების იმედი აქვს.

„იმედ მქონდა, რომ ფორმულა ერთის მანქანის საჭეს მალე მივუჯდებოდი. მაგრამ ასე არ გამოვიდა“, - ამბობს 27 წლის პოლონელი მრბოლი, ვინც უმძიმესი ტრავმები 2011 წლის სეზონის დაწყებამდე მიიღო და რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა იმისათვის, რომ მარჯვენა ხელის ფუნქცია მეტნაკლებად აღედგინა. მაგრამ ამის მიუხედავად, ხელის სრულფასოვანი აღდგენა ვერ მოხერხდა.
„ჯერაც მიჭირს მარჯვენა ხელის გამოყენება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ შესამჩნევ შედეგს ვერ მივაღწიე. თუ ხელის ფუნქციას ბოლომდე აღვიდგენ, მაშინ არსებობს იმის შანსი, რომ ფ1-ში დავბრუნდები. მანამდე კი ამაზე ლაპარაკიც ნაადრევია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მალე დაბრუნება შეუძლებელია“, - ამბობს კუბიცა და დასძენს, რომ ძალიან ენატრება წრიულ რბოლებში მონაწილეობა და ეცდება, რომელიმე სერიაში სინჯოს ძალები. ამისთვის კი გამძლეობაზე რბოლები საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია.
მეორე ვარიანტი კი შეიძლება რალის მსოფლიო ჩემპიონატი იყოს. თუმცა, ამ შემთხვევაში კარგი შედეგებისთვის ბრძოლა გამორიცხული იქნება. „ამ ტაპზე, საჭირო მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ალბათ, ყველაფერი წლის ბოლომდე გაირკვევა“, - ამბობს პოლონელი პილოტი.
თუ ის რალის აირჩევს, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ მინიმუმ ორ სეზონს იქ გაატარებს. თავადვე ამბობს, რომ რალის იმისთვის არ აირჩევს, რომ იქ მხოლოდ ერთი სეზონი გაატაროს. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება სპეციალური პროგრამის შემუშავება, რაც ამ ტიპის რბოლებისთვის საჭირო ჩვევების სწრაფად გამომუშავებაში დაეხმარება.

No comments:

Post a Comment