Mazda CX-3 details come to light
9 დეკემბერი
„მაზდა“ ახალ ქროსოვერზე მუშაობს - ამ ინფორმაციას
გამოცემა „ავტო ექსპრესი“ ავრცელებს, რომელიც წყაროს დასახელებისგან თავს იკავებს.
სავარაუდოდ, ავტომობილის სახელი იქნება CX-3 და ის კონკურენციას „ფორდ ეკოსპორტს“
და „ნისან ჯუკს“ გაუწევს. ინჟინრების მთავარი მიზანი, საწვავის ეკონომიური ხარჯვა
და მართვის კარგი მახასიათებლები იქნება.
დაუსახელებელი წყარო იტყობინება, რომ ავტომობილის
საბაზო ვერსია, ბენზინის 1.3-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. გარდა ამისა, ძრავების
გამაში 1.6-ლიტრიანი დიზელიც შევა. იმავე წყაროს ცნობით, ავტომობილი მხოლოდ
წინაამძრავიანი იქნება და მყიდველს სრულამძრავიან ტრანსმისიას არც შესთავაზებენ.
ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ახალი,
სუბკომპაქტური ქროსოვერის დიზაინი. ის ახლანდელი CX-5-ის (ფოტოზე) ფორმებს გაიმეორებს.
თუმცა სავარაუდოდ, კორპორატიული დიზაინის ენა, სახელად „კოდო“, სრულყოფის მორიგ ეტაპს,
ახალ ავტომობილთან ერთად გაივლის.
CX-3-ის კონცეპტუალურ ვარიანტს მომავალი წლის
რომელიმე დიდ გამოფენაზე (ჟენევაში, ან ფრანკფურტში) ვიხილავთ, მისი გაყიდვები კი 2014
წელს დაიწყება.
No comments:
Post a Comment