McLaren P1 Production Is Over, This Is The Final
Example
10 დეკემბერი
„მაკლარენის“ ფაბრიკამ ჰიბრიდულ ჰიპერ ავტომობილ P1-ის
ბოლო, 375-ე ეგზემპლარი გამოუშვა. ბოლო ავტომობილი იმავე, მარგალიტისებრ ფორთოხლისფერში
შეიღება, როგორი ფერითაც ლეგენდარულ „მაკლარენ F1-ის“ ბოლო, 64-ე ეგზემპლარი (შასის
ნომერი #075) დამზადდა. ბოლო P1-ის ზოგიერთი დეტალი, მათ შორის სპლიტერი, დიფუზორი
და გვერდითა აეროდინამიკური ელემენტები, კარბონის კომპოზიტის ფაქტურაშივეა
დატოვებული. ბორბლები კი ვერცხლისფერია.
კაბინის გაფორმებაში მონაწილეობა MSO დეპარტამენტის
სპეციალისტებმა მიიღეს, რომლებმაც არაერთი ექსკლუზიური ელემენტი გამოიყენეს.
შავადაა გაფორმებული გადაცემათა კოლოფის გადამრთველი. ასევე შავია მაჩვენებლების
დაფის არშიები და ჰაერის ვენტილატორის მილები. სავარძლები კარბონის კომპოზიტის
გამოყენებით დამზადდა და ისინი შავი და ნარინჯისფერ ალკანტარითაა გაწყობილი.
კონტრასტული ნაკერები ამშვენებს საჭის რგოლს. ბოლო P1, ამავე ავტომობილის პირველი
ეგზემპლარის გვერდზე გადაიღეს, რომელიც ვერცხლისფერადაა (აის სილვერ) შეღებილი.
შეგახსენებთ, რომ ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი
აღჭურვილია წყვილ ტურბოიანი 3.8-ლიტრიანი V8 ძრავით და ელექტრო ძრავით, რომელთა
ჯამური სიმძლავრე 916 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 900 ნიუტონმეტრი.
მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარება 2.8 წამში შეუძლია, ორასს
6.8 წამში აღწევს, სამასს - 16.5 წამში, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ აქვს.
როგორც
„მაკლარენი“ ამბობს, ორი ერთნაირი P1 არ არსებობს. ყოველი ეგზემპლარის დასამზადებლად
17 დღე იყო საჭირო. „მაკლარენმა“ ასევე დაასრულა ამ ავტომობილის სატრეკო ვერსია (1000-ცხენისძალიანი)
P1 GTR-ის წარმოება. ბრიტანულმა კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ,
თუ სატესტო ვერსიების ჩათვლით, სულ რამდენი P1 დაამზადა. 375 ცალი სერიული მოდელის გარდა, 3 წინასერიული
ვერსია, 13 ცალი ექსპერიმენტული და 5 ცალი სატესტო პროტოტიპი დამზადდა.
No comments:
Post a Comment