დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 10, 2015

„ფორდი“ სრულ ამძრავიანი მოდელების გაყიდვების გაორმაგების მოლოდინშია

Ford Expects To Double Its AWD Model Sales In Europe In 2016
10 დეკემბერი
„ფორდ მოტორი“ მოელის, რომ მომავალ წელს ევროპის ბაზარზე 139 000 სრულ ამძრავიან ავტომობილს გაჰყიდის, რაც შარშანდელი გაყიდვების მოცულობაზე თითქმის 120 პროცენტით მეტია. ცისფერ ოვალს მომავალ წელს ძველ კონტინენტზე შეთავაზებაში 17 მოდელ ექნება, რომელთაგან რვა სრულ ამძრავიანი უნდა იყოს. მათ შორისაა უგზოობის „კუგა“ და „ეჯი“, ასევე მინივენები „გალაქსი“ და „S-მაქსი“, სედანი „მონდეო“ და რა თქმა უნდა, ტემპერამენტიანი ჰეჩბეკი „ფოკუს RS“.
გარდა ამისა, „ფორდ“ მომავალ წელს ევროპულ ბაზარზე დაახლოებით 200 000 უგზოობის ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე თითქმის 200 პროცენტით მეტია. ასეთ ზრდას, ევროპაში (ისევე როგორც მთელს მსოფლიოში) უგზოობის ავტომობილებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა განაპირობებს. ძირითადი მოდლი აქ კომპაქტური „ეკოსპორტი“ იქნება, რომელიც სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავითაც (140 ცხ.ძ) აღიჭურვება.

როგორც „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტი, მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისების შტოს შეფი რიოლანტ დე ვაარდი ამბობს, მისი კომპანია მყიდველს უგზოობის მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. მისი თქმით, რომ უგზოობის და სრულ ამძრავიან მოდელებზე იმდენად ძლიერი მოთხოვნაა, რომ „ფორდს“ ამის იგნორირება არ შეუძლია. უფრო მეტიც, შემდგომ სამ წელიწადში, მყიდველს ამ ტიპის კიდევ ხუთ ახალ მოდელს შესთავაზებენ.
„ფორდი“ სრულ ამძრავიან ტექნოლოგიებსაც მუდმივად ავითარებს. მისი სიამაყეა ახალი „ფოკუს RS“, რომელზეც არაერთი სიახლეა გამოყენებული. მათ შორის, მომენტის განაწილების დინამიკური სისტემა. ამა სისტემაში შედის ორი, ელექტრონიკით კონტროლირებადი გადაბმულობის სისტემა, რომლებიც ღერძებს შორის და ბორბლებს შორის მომენტის ოპტიმალურად განაწილებას უზრუნველყოფს. ამ სისტემის დახმარებით, უკანა ღერძს მომენტის მაქსიმუმ 70 პროცენტის მიღება შეუძლია.

No comments:

Post a Comment