Unique Street-Legal 1997 Panoz Esperante GTR-1 Coming To Dubai Motor
Show
11 ნოემბერი
ამერიკულმა კომპანია „პეინოსმა“, ბრიტანულ „რეინარდთან“
ერთად, ლე მანის რბოლისთვის მხოლოდ ორი სარბოლო პროტოტიპი „ესპერანტე GTR-1“ დაამზადა,
რომელთაგან ამ ამჟამად მთელი ერთიღა დარჩა. მართალია, ამ ავტომობილს ლეგენდარულ
რბოლაში მიღწევები არ ჰქონია, მაგრამ ლე მანისთვის შექმნილი ნებისმიერი ავტომობილი
უნიკალურია და მის ფლობას ბევრი ავტომოყვარული, თუ კოლექციონერი ისურვებდა.
სწორედ ეს გაითვალისწინა „პეინოსმა“, რომელმაც 1997
წლის ლე მანის მონწილე სარბოლო ავტომობილის, „ესპერანტე GTR-1-ის“ აღდგენა
გადაწყვიტა. კომპანიის სპეციალისტებმა ამ საქმეს ნახევარი წელი მოანდომეს.
რესტავრაციის გარდა, ავტომობილს ის მოდფიკაციებიც ჩაუტარდა, რომლებიც საგზაო სერტიფიკატის
მისაღებად იყო აუცილებელი. განახლებული ავტომობილი დუბაის მოტორ შოუზე წარსდგა.
„პეინოს ესპერანტე GTR-1“ აღჭურვილია „ფორდის“
წარმოების 6.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა,
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 678 ნიუტონმეტრი. ძღავთან წყვილში ZF-ის
წარმოების 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ავტომობილი მხოლოდ
898 კილოგრამს იწონის. მუხრუჭები „ბრემბოს“ წარმოებისაა. წინებს რვა-რვა ცილინდრი
და ოთხ-ოთხი ხუნდი ემსახურება, უკანებს კი - ოთხ-ოთხი ცილინდრი და ოთხ-ოთხი ხუნდი.
„პეინოსი“ აცხადებს, რომ „ესპერანტე GTR-1-ს“ საგზაო
ვერსიაზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მის შეზღუდული ტირაჟით წარმოებას აპირებს.
სასტარტო ფასი 890 000 დოლარი იქნება. ფასის ზრდა კი პერსონალზაციის
ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
No comments:
Post a Comment