Vettel aims to win final two races of 2015
11 ნოემბერი
სებასტიან ფეტელს სჯერა, რომ „ფერარის“ აქვს იმის
პოტენციალი, რომ სეზონის ბოლო ორ რბოლაში გამარჯვება შეძლოს. და ამას ამბობს მას
შემდეგ, რაც მექსიკის დიდ პრიზზე, გუნდის ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო ფინიშამდე
მიღწევა. ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევაა, როცა წითლები რბოლის დასრულებას ვერ
ახერხებენ.
„მექსიკა ალბათ ჩვენი ყველაზე ცუდი რბოლა იყო ამ
სეზონში. თუმცა, ბევრი კარგი რბოლაც გვქონდა და რაც მთავარია, თანდათან ვამცირებთ
ჩამორჩენას. შაბათს კარგი ტემპი გვქონდა, მაგრამ სტარტის პოზიცია არ იყო
შესაფერისი. ბოლო რბოლებში ყველაფერს ვიღონებთ. მიზანი ისაა, რომ ლიდერებთან მაქსიმალურად
ახლოს ვიყოთ და იქნებ წინაც გავიდეთ“, - ამბობს ფეტელი.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იცის, რომ გერმანული
საჯინიბოს დამარცხება ძალიან ძნელია, მაგრამ სჯერა, რომ მარანელოელებს ბრაზილიასა
და აბუ დაბიში გამარჯვების უნარი აქვთ: „ორი რბოლა დაგვრჩა და ორით მეტი
გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. ეს ჩვენი მიზანია. თუნდაც ვიცოდეთ, რომ ეს ადვილი
არ იქნება. გუნდმა სეზონის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რათა ჩამორჩენა
შეემცირებინა. რვა, ცხრა თვის წინათ, ჩამორჩენა 1.3-1.4 წამი იყო. ახლა კი ნახევარი
წამი, ან იქნებ ნაკლებიცაა. ასე რომ, სწორი გზით მივდივართ“.
No comments:
Post a Comment