First Benltey Bentayga Rolls Off The Production
Line
30 ნოემბერი
„ბენტლიმ“ თავის ქრიუს ქარხანაში უგზოობის პირველი
ავტომობილის, „ბენტაიგას“ წარმოება დაიწყო. პირველმა „ბენტაიგამ“ უკვე დატოვა
ქარხნის ამწყობი პლატფორმა. ეს არის ანთრაციტის ფერში შეღებილი ავტომობილი,
რომელიც მთლიანად ხელით არის აწყობილი. ამ პროცესს კი სულ 130 საათი დასჭირდა. ამ
დროის განმავლობაში, ავტომობილმა გაიარა ძარის და შასის პლატფორმები, სამღებრო
სექცია და ამწყობი პლატფორმა. მთელ ამ ამწყობი ხაზის შეძენა-დამონტაჟებას 840
მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია მოხმარდა.
როგორც პირველი ავტომობილის გამოშვებასთან
დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა
განაცხადა, „ბენტაიგა“ უგზოობის ავტომობილების სრულიად ახალ სეგმენტს უყრის საფუძველს
და ის ამ სეგმენტის ყველა ახალი მოთამაშისთვის ეტალონი იქნება.
„ბენტლის“ არ დაუზუსტებია, ვისთვისაა განკუთვნილი
პირველი „ბენტაიგა“, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ მას
ბალმორალში (შოტლანდია) გააგზავნიან, სადაც მის უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეთ II-ს
ფარეხში დაბინავდება და მასვე, სანადირო ექსპედიციების დროს მოემსახურება. ასევე
უცნობია, პირველი ავტომობილი აღჭურვილია, თუ არა „ბრეიტლინგის“ მექანიკური საათით (მულინერ
ტურბიონ) და იმ ექსკლუზიური ოპციური ეკიპირებით, რომელიც დამატებით 150 000 გირვანქა
სტერლინგი ღირს.
„ბენტლი ბენტაიგა“ აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი W12
ძრავით, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 608 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს
ავითარებს. ბრიტანეთში „ბენტაიგას“ ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი 160 200
გირვანქა სტერლინგი ღირს, გერმანიაში ფასი 208 500 ევროა, ამერიკაში კი - 229 100
დოლარი.
No comments:
Post a Comment