დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 29, 2015

ფ1-ის წლევანდელი სეზონი როსბერგის გამარჯვებით დასრულდა

Motor racing-Rosberg ends F1 season on a hat-trick high
29 ნოემბერი
მაშ ასე, დასრულდა ფორმულა 1-ის 2015 წლის ჩემპიონატი. აბუ დაბის დიდი პრიზი ბევრს აღარაფერს წყვეტდა, მაგრამ ის ისეთივე დაძაბული და საინტერესო გამოდგა, როგორიც სეზონის გამხსნელი, მელბურნის რბოლა იყო. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის „მერსედესის“ პილოტებმა იბრძოლეს და ამჯერადაც ნიკო როსბერგმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ჩემპიონი ლუის ჰამილტონი კი კვლავ მეორე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ნარბოლევს მარცხი ისევ გუნდის არასწორ ტაქტიკას დააბრალა.
როსბერგმა სტარტზევე შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია და ის მხოლოდ ორჯერ დაკარგა, მხოლოდ მაშინ, როცა პიტ სტოპებს ასრულებდა. მის ლიდერობას ბოლომდე საფრთხე არ შექმნია. ჰამილტონმა რა თქმა უნდა, არ ისურვა უბრძოლველად დანებება, მაგრამ მეორე პიტ სტოპზე გუნდმა ძალიან გვიან იხმო და ამის შემდეგ, როსბერგის დაწევა შეუძლებელი გახდა.
ასეა თუ ისე, „მერსედესმა“ ამ სეზონში 19-დან 16 რბოლა მოიგო. დანარჩენი ორი სებასტიან ფეტელის და მისი „ფერარის“ ანგარიშზეა. ჰამილტონმა ასეც ვერ მოახერხა ამ სეზონშივე 44-ე გამარჯვების მოპოვება. სამქიმიანებმა დუბლით მე-12 რბოლა მოიგეს. როსბერგმა კი ზედიზედ მესამე, სეზონში მეექვსე და კარიერაში მე-14 გამარჯვება იზეიმა და იმედი აქვს, რომ მომავალ სეზონსაც გამარჯვებით დაიწყებს.
„ოსტინში ძნელი რბოლის შემდეგ, გაცილებით უკეთ ვასპარეზობ და შედეგებიც სახეზეა. სეზონის დასასრულით კმაყოფილი ვარ და ვისურვებდი, რომ შემდეგი სეზონი ხვალვე იწყებოდეს. არანაირი არდადეგები არ მჭირდება“, - ამბობს როსბერგი, ვინც შამპანურის ნაცვლად, თავისი გამარჯვება ვარდის წყლის შხაპით იზეიმა - ემირატებში, სადაც ქვეყნის დაარსებიდან 44 წლის იუბილეს აღნიშნავენ, ალკოჰოლის რეკლამირება მიუღებელია.
ჰამილტონმა ფინიშამდე 15 წრით ადრე, თავის ინჟინრებს რადიოთი ჰკითხა, შეეძლო თუ არა, რბოლის ბოლომდე ძველ საბურავებზე დარჩენა. მაგრამ უპასუხეს, რომ ეს მეტისმეტი რისკი იქნებოდა. ერთი წრის შემდეგ კი პიტლეინზე უხმეს. ტრასაზე დაბრუნებულს, თავიდან ისეთი ტემპი ჰქონდა, რომ ბოლო წრეზე უნდა დასწეოდა თანაგუნდელს, მაგრამ ფინიშიმდე სამი წრით ადრე აშკარა გახდა, რომ როსბერგის ლიდერობას ხიფათი აღარ ელოდა.
მესამე ადგილი კიმი რაიკონენმა დაიკავა, მეოთხეზე კი მისი თანაგუნდელი ფეტელი გავიდა, რომელმაც რბოლა მე-15 პოზიციიდან დაიწყო. ფინელი მრბოლისთვის ეს ამ სეზონში მესამე კვარცხლბეკია.

აბუ დაბის დიდი პრიზი
აბუ დაბი. იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (55 წრე, 5.554 კმ)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:38:30.175 
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:08.271  
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             00:19.430   
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:43.735   
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      01:03.952   
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            01:05.010   
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            01:33.618   
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         01:37.751   
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    01:38.201   
10. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      01:42.371   
11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 01:43.525   
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1 წრე
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1 წრე
14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1 წრე
15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1 წრე
16. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1 წრე
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             2 წრე
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2 წრე
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          3 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          55 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:44.517, 44-ე წრე

პილოტთა საბოლოო კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           381
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     322
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    278
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             150
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     136
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         121
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                         95
8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            92
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      78
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          58
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  51
12. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           49
13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      27
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        27
15. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                18
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               16
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            11
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   9
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          0
20. ალექსანდრ როსი (აშშ, მენორი)                                 0
21. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      0

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი                                   703
2. ფერარი                                         428
3. უილიამს-მერსედესი                 257
4. რედ ბულ-რენო                           187
5. ფორს ინდია-მერსედესი           136
6. ლოტუს-მერსედესი                    78
7. ტორო როსო-რენო                       67
8. ზაუბერ-ფერარი                          36
9. მაკლარენ-ჰონდა                         27
10. მენორ-ფერარი                           0

No comments:

Post a Comment