დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 21, 2015

ახალი ინფორმაცია „ბუგატი შირონის“ შესახებ

Bugatti Chiron Reportedly Detailed At Dubai Preview Event
21 ნოემბერი
„ბუგატიმ“ დუბაის სასტუმრო „რეჯისში“ სპეციალური წვეულება მოაწყო, რომელზეც „ვეირონის“ შემცვლელი მოდელის შესახებ მცირე ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა გამოცემა „აუტოგესპოტთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ახალი ავტომობილი, რომელსაც ამ ეტაპზე სხვადასხვა წყარო „შირონად“ მოიხსენიებს, ახლანდლი 8.0-ლიტრიანი, ოთხ ტურბოკომპრესორიანი W16 ძრავის ევოლუციური ვერსიით აღიჭურვება. ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 1500 ნიუტონმეტრს მიაღწევს.

ამ მონსტრის დახმარებით, ავტომობილის ადგილიდან ასამდე აჩქარება სულ რაღაც, 2.3 წამში მოესწრება. ადგილიდან 300 კმ/სთ სიჩქარემდე ავტომობილს 15.0 წამი ეყოფა. ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე, თუმცა „ანონიმური წყარო“ იტყობინება, რომ სპიდომეტრზე დანაყოფების ზღვარი 500 კმ/სთ-ზეა (311 მლ/სთ).
თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი ამ სიჩქარეს მიაღწევს. ამ თემაზე „ტოპ გიარი“ წერს, რომ მაქსიმალური სიჩქარე 270 მლ/სთ (434 კმ/სთ) რეალობასთან ახლოსაა, 280 მლ/სთ (450 კმ/სთ) შესაძლებელია, 300 მლ/სთ (482 კმ/სთ) კი - შეუძლებელი. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ შდაწვის ძრავის გარდა, ავტომობილი ჰიბრიდული ტექნოლოგიითაც აღიჭურვოს, რაც სიმძლავრეს და შესაბამისად, სიჩქარესაც გაზრდის. ოღონდ, აუცილებელი იქნება შესაბამისი საბურავების შემუშავებაც.
გარდა ამისა, ავტომობილს 15(!) რადიატორი დასჭირდება, რაც „ვეირონის“ რადიატორების რიცხვზე 5-ით მეტია. ძრავთან 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისია იმუშავებს. ავტომობილის შენელება/გაჩერებას, წინ 420-მილიმეტრიანი, უკან კი 400-მილიმეტრიანი სამუხრუჭე დისკოები მოემსახურება. ავტომობილის წინა ნაწილი 20-დუიმიან, უკანა კი 21-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც „მიშლენის“ სერია „პაილოტ სპორტ PAX“ საბურავებით შეიმოსება.
კომპანიამ ადრე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ავტომობილს „შირონი“ დაერქმევა, რითაც პატივს მიაგებს სახელოვან მონაკოელ მრბოლ ლუი შირონის ხსოვნას. ახალი ჰიპერ ავტომობილი გარეგნულად კონცეპტუალურ „ვიჟნ გრან ტურიზმოს“ დაემსგავსება. სულ 500 ცალი „შირონი“ დამზადდება, რომელთაგან 120-ზე შეკვეთა უკვე მიღებულია.
დაბოლოს, ახალი ავტომობილის დებიუტი ჟენევის მოტორ შოუზე, მარტში შედგება.

No comments:

Post a Comment