დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 1, 2015

„მენორი“ „მერსედესის“ ძრავებზე გადადის

Motor racing-Manor Marussia to use Mercedes engines next season
1 ოქტომბერი
„მენორსა“ და „მერსედესს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბრიტანული გუნდი მომავალ სეზონში გერმანული აგრეგატებით იასპარეზებს. „მენორი“ გასული სეზონის ბოლოს ბეწვზე გადაურჩა გაკოტრებას. უკვე ორი სეზონია, ის „ფერარის“ აგრეგატებით ასპარეზობს. სამქიმიანებისგან კი იმ აგრეგატს მიიღებს, რომელსაც ისინი ამ სეზონის მიწურულს იყენებენ.
ამგვარად, ძრავების ბაზარი რადიკალურად იცვლება. „რენო“ „ლოტუსს“ ყიდულობს, რომელიც ამ სეზონში „მერსედესის“ ძრავებზე გადავიდა. სამაგიეროდ, ფრანგულ ძრავებს ვეღარ მიიღებენ „რედ ბული“ და „ტორო როსო“, რომლებსაც „ფერარის“ ძრავების იმედიღა აქვთ. მაგრამ იტალიელები ავსტრიულ გუნდს ასევე ამ სეზონის აგრეგატს სთავაზობენ. მარანელოელებისგანვე მიიღებს ძრავებს ახალი გუნდი, ამერიკული „ჰაასი“.
„მერსედესის“ დიდი წარმადობის ძრავების შტოს დირექტორი ენდი ქოუელი ამბობს, რომ მისი კომპანიისთვის ოპტიმალურია სამი კლიენტი გუნდის ყოლა. ეს გამართლებულია როგორც ტექნიკურად, ასევე ლოჯისტიკურადაც. ქოუელის თქმით, მომავალი სეზონისთვის, „მერსედეს AMG“ უფრო მძლავრსა და გამძლე აგრეგატს მოამზადებს. შეგახსენებთ, რომ სამქიმიანების ძრავებით ამ სეზონში, საკუთრივ „მერსედესის“ გარდა, „უილიამსი“, „ფორს ინდია“ და „ლოტუსი“ ასპარეზობენ.
რაც შეეხება „მენორს“, მისი შეფი ჯონ ბუტი ამბობს, რომ მისი გუნდი განაახლებს თანამშრომლობას „უილიამსთან“, რომლისგანაც ტრანსმისიას და საკიდარის კომპონენტებს მიიღებს. მას იმედი აქვს, რომ ასეთი აღჭურვილობით, „მენორი“ შეძლებს პელოტონის ბოლოდან თავის დაღწევას. ბრიტანულ გუნდს ამჟამად ერთი ქულაც არ აქვს აღებული. ბუტი ამბობს, რომ მომავალი სეზონისთვის მზადებისას, „მენორი“ თავის ახალ ბოლიდს აეროდინამიკურ მილშიც მოამზადებს, რაც გუნდს მისი დახვეწის საშუალებას მისცემს.

No comments:

Post a Comment