დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 3, 2015

ღია „რეინჯ როვერ ევოუკის“ მავთულის სკულპტურები

Range Rover Previews Evoque Convertible’s November Launch With Wireframe Sculptures
3 ოქტომბერი
„ლენდ როვერი“ მყიდველს მალე კიდევ ერთ სიახლეს - „რეინჯ როვერ ევოუკის“ ღია ვერსიას შესთავაზებს. ამ ავტომობილის წარდგენა ნოემბერში იგეგმება, მის მახარობლად კი ბრიტანულმა კომპანიამ ლონდონის ცენტრალურ ნაწილში, ორიგინალური პერფორმანსი მოაწყო - ახალი ავტომობილის სრულმასშტაბიანი, მავთულისგან დამზადებული მოდელები დააყენა.


„იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ეს აქცია მარკეტინგული სვლაა, რომლის მიზანიც, ახალი ავტომობილისადმი დამატებითი ყურადღების მიქცევაა. ინსტალაციები „ჰეროდსის“ ბრომპტონ როუდზე, ნაითსბრიჯზე და მეიფეარზე. დილიდან გამვლელები გაოცებული შესცქეროდნენ სხვადასხვა ფერში შეღებილ მავთულის ავტომობილებს, რომლების მოყვანილობაც ძალიან ჰგავს „ევოუკისას“.

ეს „ავტომობილები“, „ლენდ როვერის“ დიზაინერთა ჯგუფის მიერაა დამზადებული. მათ ამისათვის კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგია გამოიყენეს, რაც „ევოუკის“ ზუსტი ფორმების მიღებაში დაეხმარათ. მავთულები ალუმინისაა, იმ მეტალის, რომელსაც „იაგუარ ლენდ როვერი“ თავის უახლეს მოდელებზე ინტენსიურად იყენებს. ინსტალაციები არის როგორც ჩვეულებრივი „ევოუკის“ ასევე მისი ღია ვერსიისა და ისინი ამ მოდელის ევოლუციასაც გვიჩვენებს.

No comments:

Post a Comment