Ford introduces adaptive steering on select ’16
models
3 ოქტომბერი
„ფორდ მოტორმა“ სრულიად ახალი, ცვალებადი გადაცემის
მქონე საჭის სისტემა შეიმუშავა, რომელსაც თანდათან დანერგავს თავის მოდელებზე. პირველად
კი მას ქროსოვერ „ეჯის“ ვერსიებსა და სამ სხვა მოდელსა და მათს ვერსიებზე, ამ
შემოდგომიდან დანერგავს.
სისტემაში შედის პატარა ელექტრო ძრავი, რომელიც
აირბალიშის უკან არის მოთავსებული. ის ატრიალებს მექანიზმს, რომელიც ლილვის
დახმარებით, საჭის ლარტყას უკავშირდება. დაბალ სიჩქარეზე, მაგალითად, ავტომობილის
სადგომზე დაყენებისას, ელექტრო ძრავი ლილვს იმაზე სწრაფად ატრიალებს, ვიდრე მძღოლი
საჭის რგოლს. ამგვარად, საჭეზე მცირე ძალით ზემოქმედებაც საკმარისია, რათა ის დიდი
კუთხით მოტრიალდეს და მეტი ბრუნი შეასრულოს.
მაღალ სიჩქარეზე კი ყველაფერი პირიქით ხდება.
ამასთან, ელექტრო ძრავის ბრუნვებს ელექტრონიკა, გადაადგილების სიჩქარისა და საგზაო
პირობების შესაბამისად აკონტროლებს. შესაბამისად, უმჯობესდბა მართვის კომფორტი და სიზუსტე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისტემის შექმნა ადრე სხვა კომპანიებმაც სცადეს, მაგრამ
მათი კონსტრუქცია საკმაოდ რთული და ძვირი გამოდიოდა.
No comments:
Post a Comment