Ford GT Racer To Debut At 24H of Daytona, Four
Cars Heading To Le Mans
24 სექტემბერი
„ფორდმა“ თავის უახლეს სუპერ ავტომობილ GT-ს
სარბოლო ვერსიის რბოლების განრიგი გამოაქვეყნა. მომავალი სეზონი ამ
ავტომობილისთვის და რა თქმა უნდა „ფორდისთვის“, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის
ლე მანის არენას ის თავისი სახელოვანი წინაპრის ტრიუმფიდან 50 წლის შემდეგ უბრუნდება.
დაბრუნებისთანავე, ახალი GT
ერთდროულად ორ სერიაში იასპარეზებს. ჯერ IMSA-ს სპორტქარების ჩემიონატში (აშშ)
ჩაერთვება, რომლის ნაწილიცაა დეიტონას 24-საათიანი რბოლა. შემდეგ კი გამძლეობაზე
რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში, რომლის ყველაზე გამორჩეული რბოლაც, ლე მანის 24 საათია.
ევროპაში GT-ს პირველი რბოლა სილვერსტოუნზე, 6-საათიან რბოლაში
ექნება.
IMSA-ს ჩემპიონატში სულ 11 რბოლაა და იქ „ფორდს“
პარტნიორებად სახელოვანი „ჩიპ განასი რეისინგი“ და „მულტიმატიკი“ ეყოლება. ეს უკანასკნელი
კანადური კომპანიაა და ცისფერი ოვალის შეკვეთით, საგზაო GT-ს წარმოებასაც ის
გაუძღვება. მსოფლიო ჩემპიონატზე კი სულ 9 ეტაპია, რომლის მშვენებასაც, მსოფლიოს
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძველი რბოლა - ლე მანის 24 საათი წარმოადგენს.
ცნობისათვის, 1960-იან წლებში, „ფორდმა“ ლე მანი
ზედიზედ ოთხჯერ მოიგო და რაც მთავარია, „ფერარის“ ჰეგემონია დაამხო, იმ „ფერარის“,
რომლის ჯიბრითაც, ჰენრი ფორდ მეორემ, ამ ავტომობილის (პირველ მოდელს GT40 ერქვა და
მან ლე მანი პირველად 1966 წელს მოიგო) გამოშვება გადაწყვიტა. მომავალი სეზონის ლე
მანზე, ცისფერი ოვალი ოთხი ეკიპაჟით გამოვა.
„ჩვენ გვჯერა, რომ კარგი აეროდინამიკის, მსუბუქი
კონსტრუქციის და ეკობუსტის ძრავის წყალობით, ჩვენ შევქმენით ისეთი სარბოლო
ავტომობილი, რომელიც გლობალურ დონეზე, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, - ამბობს „ფორდის“
ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი რაჯ ნაირი, ვინც გლობალურ წარმოების და განვითარების სფეროს
უძღვება.
No comments:
Post a Comment