Motor racing-Rosberg on pole in Japan after Kvyat
crash
25 სექტემბერი
ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა იაპონიის დიდი
პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის დასრულებამდე, 36 წამი იყო დარჩენილი. რბოლა დანილ
კვიატის ავარიის გამო შეწყდა და აღარც განახლებულა. ამდენად, ვისაც პოულზე
პრეტენზია ჰქონდა, მათ შორის, ლუის ჰამილტონს, ბოლო ცდის საშუალება აღარ მიეცა. ამგვარად,
„მერსედესის“ გერმანელმა პილოტმა, ესპანური ეტაპის შემდეგ, პირველად შეძლო რბოლის მოწინავე
პოზიციიდან დაწყების უფლების მოპოვება.
როსბერგი ამჟამად ჰამილტონს 41 ქულით ჩამორჩება.
მსოფლიოს ჩემპიონს სულ რაღაც, 0.076 წამი არ ეყო ამ სეზონში მე-12 პოულის
მოსაპოვებლად. სინგაპურში „იძულებითი“ პაუზის შემდეგ, „მერსედესის“ პილოტები კვლავ
მოწინავე რიგიდან დაიწყებენ რბოლას. როსბერგი იმედოვნებს, რომ იაპონიაშიც შეძლებს ჰამილტონთან
ჩამორჩენის შემცირებას. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონშიც, სუზუკას რბოლა „მერსედესის“
პილოტებმა პირველი რიგიდან დაიწყეს. მაშინ ფინიშთან პირველი ჰამილტონი მივიდა,
რომელიც მოგვიანებით, თავის კარიერაში მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.
კვიატმა ერთ-ერთ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და
ბალახებში გადავიდა, სადაც მანქანა უმართავი გახდა და საბურავების ზღუდეს დაეჯახა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსის გვარიანად დამტვრეული „რედ ბული“ ტრასაზე შემოაგდო.
გზის სავალი ნაწილი ნამტვრევებით და ხრეშით გაივსო, რის გამოც სტუარდებმა წითელი შუქი
აანთეს. და რადგან იმდენად მცირე დრო იყო დარჩენილი, რომ პილოტები გასახურებელი
წრის გავლას ვეღარ მოასწრებდნენ, რბოლა აღარც განახლებულა. ბედად, პილოტს არაფერი
მოსვლია.
იაპონიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32.584
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.660
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:33.024
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:33.245
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:33.337
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.347
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:33.497
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:33.967
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) დროის გარეშე
10. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) დროის
გარეშე
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:34.390
12. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:34.453
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:34.497
14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:34.785
15. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.664
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:35.673
18. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:35.760
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:38.783
20.
ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი) 1:47.114
No comments:
Post a Comment