Rallying-Ogier clinches third world title with
win in Australia
13 სექტემბერი
სებასტიან ოჟიემ ავსტრალიის რალიზე გამარჯვებით,
ზედიზედ მესამედ მოიპოვა რალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 31 წლის ფრანგი სულ
მესამე მრბოლია, ვინც ზედზედ სამი ტიტულის მოპოვება შეძლო. ოჟიემდე მსგავსი
მიღწევა მხოლოდ ფინელ ტომი მაკინენს და ფრანგ სებასტიან ლოებს ჰქონდათ.
„საოცარი სეზონი მქონდა, საუკეთესო ჩემს კარიერაში.
შეცდომების გარეშე, ამდენი კარგი შედეგი. მათ შორის, აქ გამარჯვება, ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეულია“, - განცხადა ოჟიემ, რომელმაც ავსტრალიის რალის შვიდი სპეცმონაკვეთი
მოიგო. ამასთან, კვირის ხუთივე სპეცმონაკვეთზე პირველობა არავის დაუთმო. საბოლოოდ
კი 12.3 წამით ჩამოიტოვა ფინელი თანაგუნდელი იარი-მატი ლატვალა.
სეზონის პირველი ათი ეტაპიდან, ოჟიემ მეშვიდე
გამარჯვება ავსტრალიის გრუნტიან გზებზე მოიპოვა. დარჩენილ სამ ეტაპზე, მისთვის ლიდერობის
ჩამორთმევას უკვე ვეღარავინ შეძლებს. ოჟიეს კარიერაში უკვე 31 გამარჯვება
დაუგროვდა, რითაც ფინელ მარკუს გრონჰოლმს გადაასწრო და მოგებული რბოლების რაოდენობით,
მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველზე რა თქმა უნდა, სებასტიან ლოებია, ვისაც
2004-2013 წლებში, 78 რბოლა და 9 ტიტული აქვს მოგებული.
ოჟიე მეოთხე მრბოლია, ვისაც კარიერაში სამი და მეტი
ტიტული აქვს მოპოვებული. ლოების ანგარიშზე 9 ტიტულია, იუჰა კანკუნენს და ტომი
მაკინენს (ორივე ფინეთი) კი 4-4 ტიტული აქთ. ავსტრალიის ეტაპის შემდეგ, ოჟიეს 235 ქულა
დაუგროვდა და ის 101 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ლატვალას, რომელსაც ამ სეზონში ორი
გამარჯვება აქვს. ორივემ ერთად, „ფოლკსვაგენს“ ზედიზედ მესამე ტიტული მოაპოვებინა.
მსოფლიო ჩემპიონატის მე-11 ეტაპი საფრანგეთში, 1-4
ოქტომბერს გაიმართება.
ავსტრალიის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 2:59:16.400
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) +00:12.300
3. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 00:32.600
4. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 00:38.500
5. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 00:55.100
6. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 01:38.000
7. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 02:08.300
8. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 02:15.200
9. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 04:33.700
10. ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფორდი) 11:46.500
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 235
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 134
3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 110
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 90
5. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 86
6. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 72
7. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 63
8. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 62
9. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 56
10. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 56
No comments:
Post a Comment