Koenigsegg Wants to Expand and Build ‘Normal’
Cars under new Sub-Brand
18 ივლისი
მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი საგზაო ავტომობილის, „რეგერას“
გამოშვების შემდეგ, შვედურ კომპანია „კიონიგსეგის“ დამაარსებელმა და მფლობელმა, კრისტიან
ფონ კიონიგსეგმა განაცხადა, რომ უფრო ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებაც სურს.
გამოცემა „ქარ ტროტლთან“ საუბრისას მან თქვა, რომ უფრო „მიწიერი“ ავტომობილების წარმოებასაც
გეგმავს, რისთვისაც იმავე პრინციპებს გამოიყენებს, რომლებიც ჰიპერ ავტომობილების
წარმოებაში აქვს დანერგლი.
ფონ კიონიგსეგი ამბობს, რომ სხვა ავტომწარმოებელთან
პარტნიორობა ცუდი იდეა არ არის და რომ მოლაპარაკებისთვის მზადაა. სხვათა შორის,
არცთუ დიდი ხნის წინათ, მას გაკოტრებული კომპანია „სააბის“ გამოსყიდვა სურდა,
თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. როგორც ჩანს, „ნორმალური“ ავტომობილების წარმოება მისი
ახალი გატაცება არაა. მაგრამ ამჯერად სიტყვა „ნორმალურში“ ის სედანებს და
ქროსოვერებს არ მოიაზრებს. ფონ კიონიგსეგს სურს, რომ ახალი ქვე-ბრენდით „მაკლარენ
სპორტს სერის“ მსგავსი ტიპის სუპერ ავტომობილების წარმოება დაიწყოს.
ფონ
კიონიგსეგი აღიარებს, რომ მის კომპანიას დაწყებული აქვს მუშაობა ოთხკარიანი
ავტომობილის პროექტზე და დასძენს, რომ ამ ავტომობილის გამოშვება ხუთ წელიწადში იქნება
შესაძლებელი. ამ ავტომობილს ის „ბუგატი ვეირონის“ ოთხკარიანი (შესაძლო) შემცვლელის
მომავალ კონკურენტად მოიაზრებს.
No comments:
Post a Comment