Crazy Beatnik Bubbletop 1955 Ford Headed For
Auction
18 ივლისი
ამ ავტომობილმა არსებობა დაიწყო, როგორც 1955 წლის „ფორდმა“.
1950 წელს, ცისფერი ოვალის დიზაინერებს სწორედ ასეთად წარმოედგინათ მომავლის
ავტომობილი. იმ დროის დიზაინერებს, მომავლის ავტომობილები სწორედ ასეთად, მრგვალი
თავით და დაბალი კლირენსით წარმოედგინათ. მრგვალი ფორმა ახლოსაა იდეალური აეროდინამიკური
ფორმის მქონე წვეთთან და მაშინ თვლიდნენ, რომ მომავლის ავტომობილების ფორმას
სწორედ აეროდინამიკა განსაზღვრავდა.
ორი ათეული წლის შემდეგ ასეც მოხდა, ოღონდ სარბოლო
პროტოტიპებში, რომლებსაც დღესაც სხვა სარბოლო ავტომობილებისგან მომრგვალებული
კოკპიტ-სანთლით გამოარჩევთ. რაც შეეხება სერიულ ავტომობილებს, საქარე შუშების მომრგვალებული
ფორმა, სწორედ მრგვალთავიანი კონცეპციის განვითარება გახდა. მაგრამ მალე ესეც
ამოვარდა სერიული ავტომობილების სტილიდან.
1955 წლის „ფორდმა“ კი ისტორიაში დაიმკვიდრა
საპატიო ადგილი. მართალია, ამჟამად ამ ავტომობილს „ბიტნიკ ბაბლტოპ“ ჰქვია და მას „ფორდისა“
ბევრი აღარაფერი შემორჩა, მაგრამ ფორმა და ქმნილება დირბორნელებს ეკუთვნით და
ამიტომ, სახელში კვლავაც მოიხსენიება „1955 ფორდი“. მისი თანამედროვე ვერსია, 1988
წლის „ლინკოლნ თაუნ ქარის“ შასიზეა ბაზირებული და „კადილაკის“, „კრაისლერის“ და „ლინკოლნის“ სხვადასხვა
დროის მოდელების ნაწილებითაა აწყობილი.
„ბიტნიკ ბაბლტოპი“ ინდივიდუალური პროექტების სპეცალისტ გერი „ჩოპიტ“ ფიოტოს ნახელავია, ვინც ავტომობილების დაშლაზე მუშაობს. შესაბამისად, მისთვის ბევრი, გასანადგურებლად განწირული ავტომობილი და მათი ნაწილებია ხემისაწვდომი. თუმცა მრგვალი სახურავი, რომელიც „1955 ფორდს“ აღარ ჰქონდა, სწორედ მან დაამზადა. მან „ბიტნიკ ბაბლტოპის“ კაპოტქვეშ „შევროლეს“ 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვა, რომელსაც ექვსი კარბორატორი ემსახურება.
„ბიტნიკ ბაბლტოპს“ თურმე უამრავი ჯილდო აქვს
მიღებული, მათ შორის ჯორჯ ბარისის ხელნაკეთი ავტომობილების ელეგანტურობის კონკურსის“
მთავარი პრიზი. ახლა კი აუქციონზე იყიდება. აუქციონერთა ვარაუდით, მრგვალთავიანი „1955
ფორდი“ 150-250 ათას დოლარად გაიყიდება.
No comments:
Post a Comment