BMW Confirms Two World Premiere Concepts For Monterey
17 ივლისი
„ბეემვემ“ გამოაცხადა, რომ მისი ჩრდილოამერიკული
შტო, თავისი მუშაობის 40 წლის იუბილის აღსანიშნავად, მონტერეის (შტატი კალიფორნია)
ელეგანტურობის კონკურსზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდბა, ორი ახალი კონცეპტუალური
ავტომობილის მსოფლიო პრემიერას გამართავს. ამ ინფორმაციასთან ერთად, გერმანულმა
კომპანიამ ერთი ფოტო ტიზერიც გაავრცელა, რომელზეც საჭის რგოლის ესკიზია გამოსახული.
ეს საჭე ორიდან ერთ-ერთ კონცეპტს ეკუთვნს და როგორც
ჩანს, ეს კონცეპტი სუპერ ავტომობილი უნდა იყოს. ამაზე მისი ფორმაც მიგვანიშნებს,
რომელიც უფრო თვითმფრინავის შტურვალს და ფ1-ის საჭეს ჰგავს. მასზე გადაცემათა
კოლოფის საფეხურების გადამრთველი ნიჩბებია მოთავსებული.
სხვა ინფორმაცია ამ ორ კონცეპტუალურ ავტომობილზე
ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. არაა გამორიცხული, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი „M2
კუპეს“ წინასერიული ვერსია იყოს. ცნობისათვის, მონტერეის შოუ ბავარიელებმა „M4
კუპეს“ პრემიერისთვისაც გამოიყენეს, რომელიც ასევე წინასერიული ვერსიის სახით
გაგვაცნეს.
No comments:
Post a Comment