Valtteri Bottas bought out of 2016 Williams deal
by Ferrari - Report
17 ივლისი
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით,
„ფერარიმ“ „უილიამსისგან“ ვალტერი ბოტასის კონტრაქტი გამოისყიდა. ეს ინფორმაცია
ჯერჯერობით არაოფიცალურია. „სკაი სპორტსმა“ გამოარკვია, რომ ბოტასს ჯერ
„ფერარისთან“ კონტრაქტი არ გაუფორმებია. უფრო მეტიც, მის რეპორტიორებს „უილიამსში“
უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია ჭორია.
თუმცა, იტალიურმა გაზეთმა „კორიერე დელო სპორტმა“
თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარანელოელებმა „უილიამსს“
ბოტასის კონტრაქტის გამოსასყიდად 12 მილიონი ევრო გადაუხადეს. ეს 25 წლის ფინელსა
და ბრიტანულ გუნდს შორის არსებული კონტრაქტის იმ ნაწილის საფასურია, რომლის
თანახმადაც, ამ სეზონის დასრულების შემდეგ, „უილიამსს“ ბოტასთან კონტრაქტის ერთი
წლით გაგრძელების უფლება აქვს.
თავის მხრივ, „ფერარის“ მსგავსი ოპცია კიმი
რაიკონენთან კონტრაქტზე აქვს, ოღონდ მას ვადა 31 ივლისს გასდის. და როგორც
„კორიერე დელო სპორტი“ გვამცნობს, იტალიური გუნდ ბოტასის კონტრაქტის გამოსყიდვის
ამბავს, სწორედ რაიკონენთან ოპციის ვადის გასვლის შემდეგ გამოაცხადებს. თუ ეს
ინფორმაცია მართალია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რაიკონენი ფ1-ში ბოლო სეზონის
ატარებს. მარანელოში დაბრუნების შემდეგ, მას არაერთხელ უთქვამს, რომ „ფერარი“ მისი
ბოლო გუნდია.
ბოტასის
გაშვების შემთხვევაში, „უილიამსს“ ვაკანსია გაუჩნდება, რომელზეც უკვე რამდენიმე
კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არიან გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი (ფორს ინდია)
და ბრაზილიელი ფელიპე ნასრი (ზაუბერი). ზოგი ფიქრობს, რომ არც „უილიამსში“ ჯენსონ
ბატონის დაბრუნებაა გამორიცხული. სამივე პილოტი ადრე „უილიამსის“ წევრი იყო, ამასთან
ნასრი მხოლოდ სარეზერვო პილოტის რანგში.
No comments:
Post a Comment