Jaguar Land Rover Reportedly Considering A Plant
In Eastern Europe
26 მაისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ბრიტანეთის გარეთ ავტომობილების
წარმოებას აფართოებს. ინდოეთში, ჩინეთსა და ბრაზილიაში წარმოების დაწყების შემდეგ,
აქტუალური ჩრდილოეთ ამერიკაში ახალი ქარხნის ამუშავება გახდა. თუმცა როგორც
გამოცემა „ფაინენშლ ტაიმსი“ იუწყება, ამერიკაზე ადრე, მორიგი ქარხანა აღმოსავლეთ
ევროპაში ამოქმედდება. ამ ეტაპზე, ბრიტანული კომპანია არჩევს, ქარხანა პოლონეთში
ააშენოს, სლოვაკეთში, ჩეხეთში, თუ უნგრეთში.
საინტერესოა, რომ თუ ინდოეთში, ჩინეთსა და
ბრაზილიაში ქარხნების მიზანი, დიდი ბაზრების დაკმაყოფილება იყო, აღმოსავლეთ
ევროპაში წარმოების დაწყების მთავარი მიზანი, საწარმოო ხარჯების შემცირებაა. ამას
კი იაფი მუშა ხელი უზრუნველყოფს და არა ის, რომ „იაგუარ ლენდ როვერს“ პოლონეთში,
ან უნგრეთში, ან ჩეხეთში, ბევრი მყიდველი ეგულება.
იმავდროულად, არის კიდევ ერთი ფაქტორი: კომპანიას ამჟამად
ბრიტანეთში სამი ამწყობი ქარხანა აქვს. მათგან ორი - ჰეილვუდის და სოლიჰალის,
სრული დატვირთვით მუშაობს. მესამეს - ქესტლ ბრომვიჩისას, მოდერნიზაცია ელის.
ამისათვის „იაგუარ ლენდ როვერმა“ 400 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია
გამოჰყო. მომავალში აქ ახალ „იაგუარ XF-ს“, „იაგუარის“ პირველ ქროსოვერს და სხვა
მოდელებს, მათ შორის, შესაძლოა ახალ „ლენდ როვერ დიფენდერსაც“ გამოუშვებენ. თუმცა,
ამ უკანასკნელისთვის სწორედ აღმოსავლეთ ევროპული ქარხანა იქნება ზედგამოჭრილი,
რადგან „დიფენდერი“ ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი მოდელი და მისთვის საწარმოო
ხარჯების შემცირება მნიშვნელოვანია.
საინტერესო
ფაქტი: „იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშან 460 000 ავტომობილი გაჰყიდა. წელს კომპანია ნახევარმილიონიანი
ბარიერის გადალახვას გეგმავს. თუმცა, ამის შემდგაც, წარმოების მოცულობის მხრივ,
შორს იქნება გერმანული პრემიუმ სამეულისგან (აუდი, ბეემვე, მერსედესი), რომელთა
გაყიდვებიც ორი მილიონის ფარგლებშია. ახალი საწარმოო სიმძლავრეები ის აუცილებელი
საშუალებაა, რაც „იაგუარ ლენდ როვერს“ ამ დიდი ჩამორჩენის შემცირებაში დაეხმარება.
ეს ამბიცია კი ბრიტანულ კომპანიას აქვს.
No comments:
Post a Comment