Motor racing-Indy 500 brings Montoya's career
full circle
25 მაისი
ხუან პაბლო მონტოიამ მეორედ მოიგო ინდ 500.
მიუხედავად იმისა, რომ რბოლის დასაწყისში მისი მანქანა სარემონტო გახდა, მან მაინც
შეძლო ბოლოს დაწინაურება და პირველმ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. 200 წრიდან, ის
მხოლოდ 9 წრეზე ლიდრობდა პელოტონს, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ
პირველს გადაეკვთა ფინიშის ხაზი და ტრიუმფატორისთვის განკუთვნილი ერთი ლიტრი რძეც
დაელია.
მონტოიამ ლეგენდარულ რბოლაში სულ მესამედ მიიღო
მონაწილეობა. პირველად 2000 წელს მოიგო, როგორც დებიუტანტმა. მაშინ ის მხოლოდ 24
წლის იყო, თუმცა სტარტზე კონკურენტ სერია CART-ის ჩემპიონის რანგში წარსდგა. მაშინ
კოლუმბიელმა ლიდერის რანგში 167 წრე გაატარა და რბოლას სტარტიდანვე დომინირებდა.
ამჯერად კი, როგორც თავად განაცხადა, გამოცდილების ხარჯზე მოიგო. ინდის ისტორიაში
გამარჯვებული 9 და ნაკლებ წრეს მხოლოდ სამჯერ ლიდერობდა.
პირველ და მეორე გამარჯვებას შორის არსებული 15 წლის განმავლობაში, მონტოიამ, ვისაც 40 წელი სექტემბერში შეუსრულდება, არაერთ სარბოლო სერიაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, ფორმულა ერთშიც, სადაც „უილიამსის“ და „მაკლარენის“ ბოლიდებით 7 რბოლის მოგება (მათ შორის 2003 წელს მონაკოში) შეძლო, 30-ჯერ კვარცხლბეკზე ავიდა, 13 რბოლა პოულიდან დაიწყო და 12 რბოლაში უსწრაფესი წრე დააფიქსირა.
„ჩემთვის კარიერა 1999-2000 წლებში დაიწყო. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მაშინ ყველაფერი დაიწყო. ჩვენ აქ გამოვედით ძალიან კარგი მანქანით და ვდომინირებდით. ამჯერად კი ბევრი შრომა მოგვიწია, ძნელი იყო, მაგრამ მიმზიდველი იყო. ეს რბოლა გამოცდილებით მოვიგე. როცა წლები გემატება, კარგად ხედავ, როგორ უნდა მოიგო რბოლები“, - განაცხადა მონტოიამ, ვინც სტარტი მე-15 ადგილიდან აიღო. სხვათა შორის, ინდი 500-ზე ორ გამარჯვებას შორის ასეთი ინტერვალი ადრე არავის ჰქონია.
რბოლა სამ საათსა და თითქმის 6 წუთს გაგრძელდა.
გამარჯვებულის საშუალო სიჩქარემ 259 კმ/სთ-ს მიაღწია. მონტოიამ მეორეზე გასულ
ავსტრალიელ უილ პაუერს ფინიშთან 0.1046 წამით მიასწრო. რბოლის განმავლობაში, ლიდერი
37-ჯერ შეიცვალა. უსაფრთხოების მანქანა პელოტონს 47 წრეზე (200-დან) უძღვებოდა.
უსწრაფესი წრე ამერიკელ ჩარლი კიმბალს ჰქონდა - 363 კმ/სთ საშუალო სიჩქარე.
ყველაზე ხშირად და მეტ წრეზე რბოლას ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი ლიდერობდა - ის
11-ჯერ მოექცა პელოტონს სათავეში და ლიდერის რანგში 84 წრე გაიარა.
მონტოიას გამარჯვება მე-16-ა როჯერ პენსკეს გუნდისთვის,
რომელმაც ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. პენსკემ კოლუმბიელს ინდიქარში დაბრუნება
გასული სეზონის ბოლოს შესთავაზა. მონტოია ამბობს, რომ სწორედ „პენსკეში“
დაასრულებს თავის მრბოლის კარიერას. „მე ვუთხარი როჯერს, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენს
დავრჩები შენთან. ის გამარჯვებისკენ ყოველთვის ისწრაფვის და ყოველთვის საუკეთესოა
იმ საქმეში, რასაც აკეთებს. ამიტომ, როცა მისგან შეთავაზება მივიღე, მეშვიდე ცაზე
ვიყავი“, - ყვება მონტოია.
No comments:
Post a Comment