Hungarian-Built Suzuki SX4 S-Cross Arrives 2
Years Late in Japan
21 თებერვალი
„სუზუკიმ“ გამოაცხადა, რომ იაპონიის ბაზარზე,
უნგრული წარმოების ქროსოვერ „SX4 S-ქროსზე“ წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს.
პატარა ქროსოვერის წარმოება ორი წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში,
ამომავალი მზის ქვეყანაში ჯერ არ გაყიდულა. ამის მთავარი მიზეზი კი ლოჯისტიკის
სიძვირეა. თუმცა, ამის მიუხედავად, იაპონიაში მისი შეტანა მაინც გადაწყდა.
„სუზუკიმ“ კონცეპტუალური სახით „S-ქროსი“
პირველად პარიზის 2012 წლის მოტორ შოუზე წარადგინა, სერიული მოდელის პრემიერა კი
ჟენევის 2013 წლის მოტორ შოუზე შედგა. მალევე ის ევროპულ ბაზარზეც გაიტანა, მაგრამ
აქამდე იაპონიაში გაყიდვა არ დაუწყია. სხვათა შორის, ესტერგომის ქარხანაში, „SX4
S-ქროსის“ გარდა, „სვიფტსაც“ აწარმოებენ.
იაპონიაში პატარა ქროსოვერი მხოლოდ 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი
ძრავით და უსაფეხურო ვარიატორით იქნება ხელმისაწვდომი. ძრავის სიმძლავრე 117
ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 151 ნიუტონმეტრი (4400 ბრ/წთ-ზე).
ვარიატორს კი 7 საფეხურის სიმულაცია შეუძლია. ქროსოვერის ყველაზე ხელმისაწვდომი, წინა
ამძრავიანი ვერსია 2 041 200 იენი (დაახლოებით 17 200 დოლარი) ეღირება. სრულ
ამძრავიანი ტრანსმისიის არჩევის შემთხვევაში კი ფასი 2 257 200 იენამდე (დაახლოებით
19 000 დოლარი) იზრდება.
ახალი „SX4 S-ქროსი“ გაცილებით დდ ძველ SX4-ზე. ის
დაახლოებით „მაზდა3-ის“ ზომისაა, 1.2 ტონას იწონის და დღის შუქდიოდური ფარებითაა
აღჭურვილი. ავტომობილი 17-დუიმიან ბორბლებზე დგას. იაპონელებს მხოლოდ ოთხ ფერში
შეღებილ „SX4 S-ქროსს“ შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment