Mercedes G63 AMG 6x6 is sold out
21 თებერვალი
„მერსედეს-ბენცმა“ გამოაცხადა, რომ აღარ გამოუშვებს
უგზოობის ექვსბორბლიან მონსტრ G63 AMG 6X6-ს. მიზეზი მარტივია - ის იმაზე მეტი,
100 ცალი უკვე დამზადდა, ვიდრე 2013 წელს იგეგმებოდა, როცა ეს ავტომობილი ბაზარზე
გამოიტანა. შტუტგარტელებს სურთ, რომ მათმა ქმნილებამ, რომელიც აპოკალიფსის
შემდგომი პერიოდისთვის ნამდვილი მისწრება შეიძლება იყოს, ექსკლუზიურობა
შეინარჩუნოს.
„მერსედეს G63 AMG 6X6“ აღჭურვილია 5.5-ლიტრიანი
წყვილტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 536 ცხენის ძალას და 760 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს. მამოძრავებელი ძალა ავტომობილის ექვსივე ბორბალს (6X6) მიეწოდება,
მათ შორის მომენტის განაწილებაზე კი ხუთი დიფერენციალი მუშაობს. როგორც გამოცემა „GT
სპირიტი“ იუწყება, შტუტგარტელები მხოლოდ რამდენიმე ათეული G63 AMG 6X6-ის გამოშვებას
გეგმავდნენ, თუმცა საბოლოოდ ლიმიტი ასამდე ასწიეს. ცნობისათვის, ამ უგზოობის
მონსტრის საბაზო ფასი 379 000 ევროა.მათთვის, ვისაც G63 AMG 6X6-ის შეძენა სურდათ და ამას ვეღარ შეძლებენ, „მერსედესს“ კარგი გამოსავალი აქვს. გერმანული კომპანია მალე დაიწყებს მისი შემცირებული ვარიანტის, G500 4x4-ის წარმოებას, რომელსაც ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნობს. ეს ავტომობილი ექვსბორბალას საკიდარითაა აღჭურვილი, ოღონდ 5.5-ლიტრიანი V8 ძრავის ატმოსფერული ვერსია ემსახურება და უფრო მოკლეც არის.
No comments:
Post a Comment