Ford says fully autonomous vehicles are in
development, will be accessible to the masses
9 იანვარი
ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე,
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ სრულიად ავტონომიური ავტომობილების წარმოებას აპირებს,
ოღონდ ამ თემაზე კონკრეტული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ამასთან, დაადასტურა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით აღჭურვილი „ფიუჟნ ჰაიბრიდი“
უკვე გადის საგზაო ტესტებს.
ეს ავტომობილი აღჭურვილია LiDAR (შუქზე ბაზირებული
მანძილის მზომი) სენსორების ოთხი ბლოკით, რომლებსაც ავტომობილის ირგვლივ არსებული
გარემოს სამგანზომილებიანი რუქის შედგენა შეუძლია. ამ რუქის დახმარებით,
ელექტრონული სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ავტომობილი არაფერს
დაეჯახოს. ცისფერი ოვალის გლობალური პროდუქტების განვითარების ვიცე პრეზიდენტმა
რაჯ ნაირმა განაცხადა, რომ ავტონომიური ავტომობილისთვის საჭირო ცალკეული
ტექნოლოგიები უკვე დანერგილია სერიულ მოდელებზე. მისივე თქმით, ესენია აქტიური
კრუიზ კონტროლი, პარკირების დამხმარე, ზოლში მოძრაობის დამხმარე და სხვა
სისტემები.
„ჩვენი პრიორიტეტი არაა არც მარკეტინგულ სვლებზე
გამოკიდება და არც ის, რომ პირველებმა შევქმნათ ავტონომიური ავტომობილი. ჩვენ ვცდილობთ,
ასეთი ავტომობილი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს და მან მგზავრების
უსაფრთხოება დაიცვას“, - განაცხადა „ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა მარკ
ფილდსმა.
No comments:
Post a Comment