FIA calendar indicates no Korean Grand Prix in
2015
9 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ვებგვერდზე
გამოქვეყნებულ კალენდარში, რომლითაც ბილეთების შეძენაა შესაძლებელი, არ ფიგურირებს
კორეის დიდი პრიზი, რომელიც ყატარში ჩატარებულ დაჯილდოების გალა-ცერემონიალზე, კორეელებისთვისაც
მოულოდნელად, კალენდარში იყო ჩასმული. თუმცა, ოფიციალური კალენდრის გრაფაში, კორეა
ისევ ფიგურირებს, ოღონდ მის გასწვრივ ისევ აღნიშნულია, რომ ის დამტკიცებული ჯერ არ
არის.
რა გამოდის - ცალკე აღებულ კალენდარში რბოლა
შეტანილია, მისი ბილეთების შეძენა კი შეუძლებელია. თუმცა, არის მეორე ფაქტორიც.
უცხოელები ამ ეტაპს არ ეტანებიან, კორეელებს კი ბილეთის ყიდვის საშუალება
ადგილზევე ექნებათ. ამიტომ, ინტერნეტით ბილეთების არგაყიდვის ფაქტი სულაც არ ნიშნავს,
რომ კორეულ რბოლას უარი უთხრეს.
ამგვარად, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ახალი
სეზონის კალენდარში 20 ეტაპი შევა და არა 21. სხვათა შორის, დოჰაში ჩატარებული
ცერემონიის დროს, როცა კალენდარი გამოქვეყნდა, მასში კორეის არსებობით, თავად
კორეელები დარჩნენ გაკვირვებულები. იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ეს გუნდებს სეზონში თითო
პილოტზე ხუთი ძრავის გამოყენების საშუალებას მისცემდა. თუმცა, მოგვიანებით ეს
ვარიანტი გამოირიცხა.
ფ1-ის 2015 წლის კალენდარი (20 ეტაპი)
15 მარტი - ავსტრალია
29 მარტი - მალაიზია
12 აპრილი - ჩინეთი
19 აპრილი - ბაჰრეინი
10 მაისი - ესპანეთი
24 მაისი - მონაკო
7 ივნისი - კანადა
21 ივნისი - ავსტრია
5 ივლისი - ბრიტანეთი
19 ივლისი - გერმანია
26 ივლისი - უნგრეთი
23 აგვისტო - ბელგია
6 სექტემბერი - იტალია
20 სექტემბერი - სინგაპური
27 სექტემბერი - იაპონია
11 ოქტომბერი - სოჭი
25 ოქტომბერი - აშშ
1 ნოემბერი - მექსიკა
15 ნოემბერი - ბრაზილია
29
ნოემბერი - აბუ დაბი
No comments:
Post a Comment