Range Rover, the Most Popular Car with Premier
League Football Players
26 აგვისტო
მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ლიგის, პრემიერ ლიგის
ფეხბურთელები სეზონის უმეტეს ნაწილს სტადიონზე ატარებენ და მგზავრობისას, გუნდების
ავტობუსებით სარგებლობენ. მაგრამ სეზონებს შორის არდადეგებისას, „საკუთარი
ცხოვრებით“ ცხოვრობენ. და ამ დროს, მაქსიმალურად სარგებლობენ იმ პრივილეგიებით,
რასაც მათ პოპულარობა და მაღალი ანაზღაურება აძლევს.
შესაბამისად, მათ საკუთარი ოცნებების ასრულების
საშუალებაც აქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ავტომობილს უკავშირდება.
ამ საქმეში მათ არანაირი შეზღუდვები არ აქვთ, თუ გუნდის სპონსორი ავტომწარმოებელი
არაა. და ისინიც ყველაზე ძვირფას ავტომობილებს ყიდულობენ. და ალბათ ძალიან ცოტაა
ისეთი ფანი, ვისაც არ აინტერესებს, რა ავტომობილით ბრუნდება შინ რუნი, ჩეჰი, ან
ვან პერსი...
კომპანია „ორეკლ ფაინენსმა“ ჩაატარა გამოკვლევა,
რომელმაც აჩვენა, რომ პრემიერ ლიგის ფეხბურთელთა შორის ყველაზე პოპულარული
ავტომობილი „რეინჯ როვერია“. კვლევა ხუთი წლის განმავლობაში შეგროვილ მონაცემებს
ეყრდნობა. მისი შედეგებით, 28 ფეხბურთელმა „რეინჯ როვერის“ შეძენისას, „ორეკლ ფაინენსის“
ფინანსური მომსახურებით ისარგებლა. 26-მა ფეხბურთელმა არჩევანი „ბენტლი კონტინენტალ
GT-ზე“ შეაჩერა.
კვლევის შეჯამების შემდეგ მიღებულ სიაში, პირველ
ათეულში უგზოობის ავტომობილები სჭარბობს. მესამეზეა „რეინჯ როვერ სპორტი“,
რომელსაც „აუდი Q7“, „ბეემვე X5“ და „პორშე კაიენი“ მოჰყვებიან. კვლევა ცხადყოფს,
რომ ფეხბურთელებს კომფორტული და მდდრული ავტომობილები, სწრაფ ავტომობილებს
ურჩევნიათ. თუმცა, ისინი არც ისეთ სწრაფ ავტომობილებზე ამბობენ უარს, როგორებიცაა „ლამბორგინი
გალარდო“ და „ფერარი 458“.
„ასტონ ვილას“ დარენ ბენტმა, „ლივერპულის“ ლუის
სუარესმა და „ჩელსის“ იონ ობი მიკელმა და ჯონ ტერიმ არჩევანი „რეინჯ როვერზე“ შეაჩერეს;
„მანჩესტერის“ რაიან გიგზმა, ხავიერ ერნანდესმა და უეინ რუნიმ „რეინჯ როვერ სპორტი“
შეიძინეს. მესუტ ოზილი, ფრენკ ლამპარდი და ნანი „ფერარი 458-ით“ მოძრაობენ, ეშლი
კოული (ჩელსი) და გაბრიელ აგბონლაჰორი კი (ასტონ ვილა) კი „ლამბორგინი გალარდოს“
მართავენ.
No comments:
Post a Comment