Ford & DTE Energy Join Forces to Build the
Largest Solar Array in Michigan
26 აგვისტო
ამ საქმეში, ცისფერ ოვალს პარტნიორობას მიჩიგანური
კომპანია „DTE ენერჯი“ გაუწევს. ეს იქნება ამ ორი კომპანიის მეორე ერთობლივი პროექტი,
რომლის მიზანიც, გარემოსადმი მეგობრული საწარმოს შექმნაა. ამჯერად ისინი შტატში უდიდეს
მზის სადგურს, „ფორდის“ მსოფლიო შტაბ-ბინის სიახლოვეს აამოქმედებენ.
პირველი პროექტი მათ 2010 წელს განახორციელეს, როცა
მიჩიგანშივე, „ფორდის“ უეინის ქარხანაში, 500 კილოვატიანი მზის სადგური ააშენეს.ამ
სადგურში, ფოტოელემენტები მზის სხივების ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნიან,
რასაც ქარხანა იყენებს. ცნობისათვის, უეინის ქარხანაში ცისფერი ოვალი „ფოკუსს“, „ფოკუს
ელექტრიკს“, „C-მაქს ჰაიბრიდს“ და „C-მაქს ენერჯის“ აწარმოებს.
ახალი პროექტი პირველს აშკარად დაჩრდილავს. მისი
მიზანი არამხოლოდ მზის სადგურის აგებაა, არამედ ელექტრომობილების დასამუხტი 30
წერტილის ამუშავებაც, რომლებიც სწორედ მზისგან მიღებული ელექტრო ენერგიით
ისარგებლებენ. ამავე სადგურის ფარგლებში მოექცევა ავტოსადგომი 360 ადგილით.
სადგომი გადაიხურება და სახურავზე მზის ელემენტები განლაგდება. მათი ჯამური
სიმძლავრე 1038 მეგავატს მიაღწევს. ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ 158
სახლს ეყოს.
„მზის ელემენტებიანი სახურავი, „DTE ენერჯის“ და „ფორდის“
პარტნიორობის კიდევ ერთი ნიმუშია, რომლის მიზანიც, ენერგო-ეფექტური და მდგრადი მომავლის
უზრუნველყოფაა. იმავდროულად, ეს პროექტი დაგვეხმარება იმაში, რომ შტატ მიჩიგანის მიერ
დასახულ იმ მიზანს მივუახლოვდეთ, რომელიც მისი ენერგეტიკული პორტფელის დივერსიფიკაციას
ითვალისწინებს“, - ამბობს „DTE ენერჯის“ ვიცე პრეზიდენტი აირენ დიმიტრი.
ორმა
კომპანიამ ახლახანს გააფორმა მეორე ერთობლივ პროექტზე ხელშეკრულება, რომლის
შესაბამისადაც, „DTE ენერჯი“ მზის სადგურის მშენებლობას 2015 წელს დაასრულებს.
საპროექტო გათვლებით, სადგური ატმოსფეროს წლიურად დაახლოებით 794 მეტრული ტონა ნახშირორჟანგის
გამოყოფისგან დაიცავს.
No comments:
Post a Comment