დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 9, 2014

ახალი „მონდეო“ პლატფორმას პრემიუმ „ლინკოლნს“ გაუზიარებს

Ford says Mondeo sales will be boosted by platform sharing with Lincoln
9 ივლისი
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ შემდეგი თაობის „მონდეოს“ ახალ, რთული ატრუქტურის მქონე პლატფორმაზე ააგებს, რომელსაც ცისფერი ოვალის ინჟინრები, ლუქს ბრენდ „ლინკოლნის“ ავტომობილებისთვის ქმნიან. ახალი პლატფორმა, ამერიკულ კომპანიას ევროპის საშუალო ზომის ავტომობილების სეგმენტში პოზიციის გამყარებაში დაეხმარება, რაც საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან ეს სეგმენტი გამუდმებით მცირდება.
„ახალი პლატფორმის ძირითადი სტრუქტურა და დაკიდების სისტემა ისეა შემუშავებული, რომ ის „ლინკოლნის“ ავტომობილებისთვისაც გამოვიყენოთ. ამიტომ, ის საინჟინრო ხელოვნების ნიმუში უნდა იყოს“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას ამბობს CD პლატფორმაზე ბაზირებული ავტომობილების წარმოების დირექტორის მოადგილე დარენ პალმერი.
ახალი „მონდეო“ ევროპის ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოვა და კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორიცაა „ფოლკსვაგენ პასატი“ და „ოპელ ინსიგნია“. ცისფერი ოვალი იმედოვნებს, რომ ეს ავტომობილი ძველ კონტინენტზეც ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც ამერიკაში მისი ტყუპისცალი „ფიუჟნია“.
ახალი „მონდეო“ ამერიკული კომპანიის გლობალურ პლატფორმა CD4-ზეა ბაზირებული, რომელზეც ასევე დამყნობილია „ფიუჟნი“. მალე მასზე ასევე ააგებენ მინივენებს - „S-მაქსს“ და „გელაქსის“, ასევე დიდი ზომის უგზოობის მოდელ „ეჯს“. „ლინკოლნის“ პირველი ავტომობილი, რომელსაც იმავე პლატფორმაზე ააგებენ, „ეჯზე“ ბაზირებული MKX გახდება.
საავტომობილო ანალიტიკაზე სპეციალიზებულ კომპანია „IHS ავტომოტივის“ პროგნოზით, წელს დასავლეთ ევროპაში საშუალო ზომის ავტომობილების გაყიდვები ნახევარ მილიონამდე შემცირდება. არადა, სამი წლის წინათ ამავე სეგმენტში 800 000 ავტომობილი გაიყიდა.
„ფორდს“ გაყიდვების გაზრდაში „მონდეოს“ პრემიუმ ვერსია „ვინიალე“ უნდა დაეხმროს, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა და რომლის მყიდველსაც განსაკუთრებულ მომსახურებას შესთავაზებენ. ცნობისათცვის, ბაზარზე ახალი „მონდეოს“ გამოსვლა ორი წლით დაგვიანდა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ „ფორდმა“ მისი წარმოება გენკიდან (ბელგია) ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანაში გადაიტანა.
რაც შეეხება პლატფორმა CD4-ს, მასზე ამერიკული კომპანია 10 მოდელის გამოშვებას აპირებს, რომელთა გლობალური წარმოების წლიური მოცულობაც 1.2 მილიონს მიაღწევს. ამ პლატფორმის თავისებურებას მისი საკიდარის კონსტრუქცია წარმოადგენს, როგორსაც ადრე მხოლოდ პრემიუმ ავტომობილებზე იყენებდნნ. ის ინჟინრებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ადვილად შეცვალონ მისი მახასიათებლები - გააუმჯობესონ მართვადობა, ან კომფორტი.
უნდა ითქვას, რომ „ფორდი“ მიჰყვება თანამედროვე ავტო ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ ტრენდს - პლატფორმების რიცხვის შემცირებას და მათს უნივერსალიზაციას. ამჟამად ის 15 პლატფორმას იყენებს, თუმცა მალე მათს რიცხვს ცხრამდე შეამცირებს.

No comments:

Post a Comment