Williams opens new £8 million technical centre
13 ივლისი
ფორმულა ერთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა „უილიამსმა“ ახალი ტექნიკური ცენტრი გახსნა, რომელსაც ფ1-ის ტექნოლოგიების სერიულ წარმოებაში დანერგვისთვის გამოიყენებს. ცენტრის მშენებლობა 8 მილიონ გირვანქა სტერლინგი დაჯდა, მის გახსნაში კი მონაწილეობა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა მიიღო.

„უილიამსის“ ახალი ტექნიკური ცენტრის მიერ
შემუშავებული ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი ახალი ელექტრული სარბოლო სერია
ფორმულა E-ს ბოლიდები. ასევე „უილიამსი“ „ნისმოსთან“ თანამშრომლობდა „ნისან GTR-ის“
სარბოლო ვერსიის შექმნაზე, რომელმაც ახლახანს თავისი კლასის ავტომობილებისთვის, ნურბურგრინგზე
წრის გავლის რეკორდი დაამყარა.
კიდევ ერთი ცნობილი პროექტი, რომელშიც „უილიამსმა“
მონაწილეობა მიიღო, არის „იაგუარის“ სუპერ ავტომობილი C-X75.
ამ ავტომობილისთვის ბრიტანულმა კომპანიამ კარბონის შასი და ჰიბრიდული სისტემა
შეიმუშავა და ავტომობილი აეროდინამიკურ მილში დაამუშავა. მაგრამ „სამწუხაროდ, „იაგუარმა“
პროექტს მწვანე შუქი არ აუნთო.
ცენტრის შეფი კრეიგ უილსონი ამბობს, რომ მის ცენტრში
უკვე დასაქმებულია 150 უმაღლესი კლასის ინჟინერი, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობენ.
ამასთან, ცენტრის ამუშავების და სრულად დაკომპლექტების შემდეგ (იქ 250 უმაღლესი
კვალიფიკაციის ინჟინერი იმუშავებს), კიდევ უფრო გაიზრდება იმ პროექტების სია,
რომლებშიც „უილიამსი“ მონაწილეობას მიიღებს. გარდა ამისა, ეს პროექტები ენერგეტიკისა
და ავიაკოსმოსურ სფეროსაც შეეხება.
No comments:
Post a Comment