Jaguar Land Rover reveals best ever half-year
sales as new models roll out of the showroom
13 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ წლის პირველ
ნახევარში რეკორდულად ბევრი, 240 372 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ექვს
თვეში გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე 14 პროცენტით მეტია. უფრო მეტიც, ეს 2010
წელს გაყიდული ავტომობილების რიცხვზე მეტიცაა.გაყიდვებში ლომის წილი „ლენდ როვერზე“ მოდის, რომელმაც 196 785 ავტომობილი გაჰყიდა (ზრდა 14 პროცენტი). „იაგუარის“ გაყიდვებმა 43 587 ავტომობილი შეადგინა, რაც წინა წლის პირველი ნახევრის გაყიდვებზე 16 პროცენტით მეტია. კატების გაყიდვების ზრდა, დევიდ ბექჰემის მიერ რეკლამირებული F-ტაიპის და ლუქს კლასის სედან XF-ის კარგმა გაყიდვებმა განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში რეკორდული
გაყიდვები სხვა ბრიტანულმა კომპანიებმაც - „ბენტლიმ“ და „როლს-როისმაც“
დააფიქსირეს. ამასთან, ისევე როგორც „იაგუარ ლენდ როვერი“, ესენიც უცხოური
კომპანიების მფლობელობაშია. „ბენტლი“ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შედის, „როლს-როისი“
კი „ბეემვეს“ ეკუთვნის. რაც შეეხება „იაგუარ ლენდ როვერს“, ის ინდური „ტატა
მოტორის“ საკუთრებაა და სწორედ მის ხელში დაიწყო სწრაფი განვითარება.
აღსანიშნავია, რომ „იაგუარ ლენდ როვერს“ უახლოეს
ერთ წელიწადში 3.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია აქვს დაგეგმილი, რისი
წყალობითაც, მისი საწარმოო სიმძლავრეები გაიზრდება და ბაზარზე რამდენიმე ახალ
პროდუქტს გამოუშვებს. გარდა ამისა, ბრიტანული კომპანის ინტენსიურად ითვისებს ახალ
ტექნოლოგიებს, რაც მისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას განაპირობებს.
ამ ინვესტიციის წყალობით, „იაგუარი“ მალე პატარა
სპორტულ სედან XE-ს გამოუშვებს, რომლიტაც კონკურენციას მესამე სერიის „ბეემვეს“ გაუწევს.
სიახლეს ამზადებს „ლენდ როვერიც“, რომელიც „დისქავერის“ უახლესი ოჯახის პირველ
წევრს, „დისქავერი სპორტს“ მალე გაგვაცნობს.
მზადების
პროცესშია უახლესი, სერია ინჯენიუმის ძრავები, რომლებმაც თანდათან უნდა ჩაანაცვლოს
ის ძრავები, რომლებსაც ჯერ კიდევ „ფორდის“ მფლობელობაში ყოფნის დროიდან იყენებს.
კიდევ ერთი სიახლეს ალუმინის უახლესი სტრუქტურა, რომელსაც კომპანია პირველად „იაგუარ
XE-ზე“ გამოიყენებს. ამ ავტომობილს ბრიტანული კომპანია სოლიჰალის ქარხანაში
გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment