Ford's Lightweight Fusion Prototype Weighs as
Much as a Fiesta
9 ივნისი
„ფორდმა“ მაღალი სიმტკიცის ფოლადისა და ალუმინის
გამოყენებით, სედან „ფიუჟნის“ ექსპერიმენტული ვერსია დაამზადა, რომელიც სერიულ „ფიუჟნზე“ 317.5
კილოგრამით მსუბუქია. ასეთი შედეგის მისაღწევად, ცისფერმა ოვალმა ის მასალები და
ტექნოლოგიები გამოიყენა, რომლებსაც ახალ პიკაპ F-150-ის წარმოებისას იყენებს.
უფრო მეტიც, წონის 25 პროცენტით შემცირების
წყალობით, ექსპერიმენტული ავტომობილი იმდენევეს იწონის, რამდენსაც სუბკომპაქტური „ფიესტა“.
ამგვარად გაუმჯობესებულია ავტომობილის როგორც დინამიკური მაჩვენებლები, ასევე სვლის
სიშორე და გამონაბოლქვში ნახშრორჟანგის შემცველობა. ამგვარად, „ფორდმა“ აჩვენა, თუ
რამდენად ეფექტურია პოპულარულ პიკაპზე გამოყენებული მსუბუქი ტექნოლოგიები,
რომლებსაც მალე თავის სხვა ავტომობილებზეც დანერგავს.
„თანამედროვე მყიდველს საწვავის ეკონომია ყველაზე
მეტად აინტერესებს. თუმცა, მათ ასევე სურთ ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილი და
სიახლეებით დახუნძლული ავტომობილი. ჩვენს ინდუსტრიაში მალე ყურადღება კონსტრუქციის
სიმსუბუქეზე გადავა და ამიტომ, ჩვენ ბევრ ახალ მასალას ვიკვლევთ, რათა ტრენდის
ავანგარდში აღმოვჩნდეთ და მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი ავტომობილების წონა“, -
ამბობს „ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი რაჯ ნაირი, ვინც გლობალურ წარმოებას
კურირებს.
ექსპერიმენტულ ავტომობილზე ბევრი ისეთი მასალაა
გამოყენებული, რომლებიც ფართოდ არის დანერგილი ელექტრონიკის წარმოებაში. ესენია
ალუმინი, ქიმიურად ნაწრთობი შუშა და მსუბუქი პლასტიკები. ეს მასალები, მსუბუქი „ფიუჟნის“
სტრუქტურის პრაქტიკულად ყველა ნაწილში გვხვდება. მათ შორის, ძრავში, შასიზე,
ზარაზე, ელემენტებსა და ინტერიერში (სავარძლების კონსტრუქციაში).
ექსპერიმენტული „ფიუჟნი“, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტმენტის
ავტომობილების ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში შეიმუშავეს. პროექტში მათ გარდა,
კომპანია „კოსმა ინტერნეიშნლი“ მონაწილეობდა.
No comments:
Post a Comment