BMW Cuts Back on CO2 Emissions by Using
Geothermal Power in Iceland
22 ივნისი
ქვებრენდ i-ს ამუშავებით, „ბეემვემ“ დაამტკიცა, რომ
გარემოზე დაცვა მისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ბავარიული კომპანია ატმოსფეროს
სისუფთავეზე მარტო ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებით როდი
ზრუნავს. ის წარმოების პროცესსაც მაქსიმალურად „ამწვანებს“. პირველ რიგში, ეს
წარმოებისას განახლებადი წყაროსგან მიღებული ენერგიის გამოყენებით გამოიხატება.
ცოტა შორიდან მოვუაროთ: ავტომობილის შემუშავებისას,
ჯერ იქმნება კონცეპცია, რომელიც მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეს. ამ დროს
გამოიყენება მძლავრი კომპიუტერები, რომლებითაც ავტომობილის ციფრული სურათების
დამუშავება ხდება. ამასთან, შექმნის პროცესში ინახება ყველა ვერსია, თუნდაც
დაწუნებული. ეს აუცილებელია, რადგან დაწუნებულ ვერსიებსაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი
ელემენტები, რომლებსაც შემდგომში გამოიყენებენ. ხდბა მუშაობის დროს დაგროვილი
მონაცემების დაარქივება და ამ ყველაფერს ციფრულ ფორმატშივე ინახავენ.
როგორც გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ იუწყება,
გერმანულმა კომპანიამ თავისი კომპიუტერული ინფრასტრუქტურა ისლანდიაში გადაიტანა.
ამის მთავარი მიზანი, საწარმოო გამონაბოლქვის შემცირება იყო. მაგრამ ჩნდება კითხვა
- რა შუაშია გამონაბოლქვი? საქმე ისაა, რომ კუნძულოვან ისლანდიაში ენერგიის
ძირითადი წყარო გეოთერმული სითბოა - ქვეყანა თავისი ელექტრო ენერგიის დაახლოებით
80 პროცენტს სწორედ ამ წყაროდან გამოიმუშავებს. თანაც, მისი ამოწურვის საშიშროებაც
არ დგას - ამის გარანტია აქტიური ვულკანებია, რომლებიც კუნძულზე ბლომადაა.
მეორეც, ქვეყნის ცივი კლიმატის წყალობით, იქ
მომუშავე კომპიუტერებს გაგრილებისთვის აღარ სჭირდება მძლავრი კონდიციონერები და
ვენტილატორები. როგორც კომპიუტერებით „ბეემვეს“ მომმარაგებელი, კომპანია „ვერნ
გლოუბლი“ აცხადებს, მარტო გრილი ჰაერის წყალობით, გერმანულმა კომპანიამ
კომპიუტერულ ოპერაციებზე, მიმდინარე ხარჯები 82 პროცენტით შეამცირა, ამასთან
ატმოსფეროში 3 570 მეტრული ტონა ნახშირორჟანგის გამოტყორცნაც აღკვეთა (იმასთან
შედარებით, რაც გერმანიაში ოპერირების შემთხვევაში იქნებოდა).
და
ეს ყველაფერი არაა. მიღწეული იმდენად შთამბეჭდავია, რომ გერმანული კომპანია თავისი
უფრო კომპიუტერული რესურსის ისლანდიაში გადატანას გეგმავს. კერძოდ, ისლანდიის დედაქალაქ
რეიკიავიკში ამუშავდება ახალი კომპიუტერული ცენტრი. იქვე იმუშავებს სისტემა „კონექტედ
დრაივის“ მიერ გაყიდული ავტომობილებიდან გადაცემული ინფორმაციის სერვერებიც.
No comments:
Post a Comment