Renault Reclaims Nürburgring Record with Mégane
RS 275 Trophy-R
18 ივნისი
მხოლოდ ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „სეატმა“
თავისი „ლეონ კუპრათი“, წინა ამძრავიანი სერიული ავტომობილებისთვის, ნურბურგრინგის
ჩრდილოური მარყუჟის წრის რეკორდული დრო დააფიქსირა და რეკორდსმენის სახელი მას
ისევ „რენომ“ ჩამოართვა. ფრანგული კომპანიის „მეგან RS 275 ტროფი-R-მა“ მწვანე
ჯოჯოხეთის წრე 7 წუთსა და 54.3 წამში გაიარა და 4.1 წამი მოაკლო ესპანური კომპანიის
რეკორდს.
სალონიდან ამოღებულია უკანა სავარძლები,
პილოტისთვის კი „რეკაროს“ წარმოების მონოკოკური სკამი „პოულ პოზიშნ“ ჩადგეს,
რომელიც პოლიკარბონატისგანაა დამზადებული. მარტო სავარძლების ხარჯზე, 42 კილოგრამი
დაიზოგა. სტანდარტული შესრულებით, სავარძლები სამწერტილოვანი ღვედებითაა
აღჭურვილი, თუმცა შეკვეთით ექვსწერტილოვანის დაყენებაც შეიძლება. სავარძლების
გარდა, წონის საგრძნობი დაკლება შესაძლებელი გახდა ჩვეულებრივი აკუმულატორის
მაგივრად, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის გამოყენებით. ამან 16 კილოგრამი დაზოგა.
ასეთ ავტომობილს „რენო“ 250 ცალს დაამზადებს. მისი შეკვეთა
ევროპის 15 ქვეყანაშია შესაძლებელი. პირველად ის საფრანგეთის ბაზარზე გავა. რაც
შეეხება ფასს, ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში, სადაც მხოლოდ 30 ცალი „მეგან
RS 275 ტროფი-R“ გაიყიდება, მისი ფასია 36 430 გირვანქა სტერლინგი. სხვათა შორის,
საზოგადოების წინაშე რეკორდსმენი პირველად სწორედ ბრიტანეთში, გუდვუდის სიჩქარის
ფესტივალზე, 27 ივნისს წარსდგება.
No comments:
Post a Comment