New Track-Focused McLaren To Debut At Goodwood
Festival Of Speed
21 ივნისი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ გუდვუდის სიჩქარის
ფესტივალზე, თავის კიდვ ერთ ახალ ავტომობილს გაგვაცნობს, რომლის ფოტო ტიზერიც (ფოტოზე)
ინტერნეტით გაავრცელა. უოკინგელებმა ისიც გაგვანდეს, რომ მათი სიახლე სატრეკო
ავტომობილია, რომელიც კომპანიის მოტორსპორტზე ორიენტირებულმა შტო „მაკლარენ GT-მ“
შეიმუშავა.
სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი არ არის P1 GTR,
რომლის შესახებაც „მაკლარენმა“ ახლახანს გამოაცხადა. ამჯერად ლაპარაკია 650S-ის
ბაზაზე შექმნილ სატრეკო მოდელზე, რომელმაც 12C GT3 უნდა შეცვალოს. თუმცა ახალი ავტომობილის
სახელს ჯერჯერობით უოკინგელები არ ამხელენ. საზოგადოების წინაშე მას „მაკლარენის“
ფ1-ის გუნდის პილოტი ჯენსონ ბატონი გამოიყვანს, რომელიც ფესტივალის აღმართზე
რბოლაშიც მიიღებს მონაწილეობას.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რომლის წყაროც, „მაკლარენის“
ტესტ პილოტი კრის გუდვინია, უოკინგელები 650S-ის სატრეკო ვერსიაზეც მუშაობენ. ეს
ავტომობილი სტანდარტულ 650S-ზე მსუბუქი იქნება, მისი 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი
V8
ძრავი კი გაძლიერდება. გარდა ამისა, ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებითაც
აღიჭურვება.
ამ ავტომობილის გარდა, „მაკლარენი“ გუდვუდზე თავისი
საგზაო ავტომობილების სრულ კოლექციასაც გამოფენს. მათ გარდა, მაყურებელს რამდენიმე
სარბოლ ავტომობილსაც წარუდგენს. მათ შორის, ფ1-ის ბოლიდ M7C-საც, რომელსაც თვით
კომპანიის დამაარსებელი, ახალზელანდიელი ბრიუს მაკლარენი მართავდა.
გუდვუდს
სიჩქარის ფესტივალი 26-29 ივნისს გაიმართება.
No comments:
Post a Comment