Motor racing-Newey says he is staying at Red Bull
22 მაისი
„რედ ბულის“ ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ,
ვინც საჩემპიონო ბოლიდების მთავარი შემოქმედია, წერტილი დაუსვა ბოლო ხანს
გახშირებულ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ ის ავსტრიული გუნდის დატოვებას და
„ფერარიში“ გადასვლას აპირებს: „ახლო მომავალში „რედ ბულიდან“ არსად გადასვლას არ
ვაპირებ“, - მოკლედ განაცხადა ნიუიმ, ვინც ფ1-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო
ინჟინრად დამსახურებულადაა მიჩნეული.
„რედ ბულის“ გარდა, ნიუი თავის დროზე საჩემპიონო
მანქანებს „უილიამსსა“ და „მაკლარენშიც“ ქმნიდა. იყო დრო, როცა ის სპეციალიზაციის
შეცვლას და იახტმშენებლობაში (ამერიკის თასი) გადასვლას აპირებდა. თუმცა მაშინ
„მაკლარენიდან“ დიტრიხ მატეშიცმა გადაიბირა და „რედ ბულში“ წაიყვანა. დროთა
განმავლობაში, ნიუის მრავალმილიონიან კონტრაქტს „ფერარი“ სთავაზობდა, თუმცა
ბრიტანელისგან ყოველთვის უარს ღებულობდა.
„ჩემზე ჭორებს ხშირად ავრცელებენ. რა შემიძლია ვთქვა?
„სილი სიზონი“ (გიჟური სეზონი - ასე მოიხსენიებენ პერიოდს, როცა ფ1-ის
ტრანსფერებზე ათასგვარ ორს გაიგებთ) დაწყებულია. ჩვენ კონტრაქტი გვაქვს. რა ტქმა
უნდა, ოდესმე მომავალზე ვიფიქრებ, ამჯერად კი ჩემი მიზანი ისაა, რომ ამ
ვერცხლისფერ მანქანებს (მერსედესებს) ვაჯობოთ“, - ამბობს ნიუი.
„რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ნიუის მის გუნდთან კონტრაქტზე მეტი რამ, „მამობრივი გრძნობაც“ აკავშირებს: „ის ჩვენს გუნდში დასაწყისიდანვეა და მის საქმეებში უფრო მეტად მონაწილეობს, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდში ყოფნისას. მას მოსწონს აქაური სამუშაო გარემო. ალბათ ხვდებით, რატომაც ცდილობს „ფერარი“ მის გადაბირებას“.

No comments:
Post a Comment