Intelligent Energy and Suzuki “Rivaling” Toyota
With New Fuel Cell Unit
22 მაისი
ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილების
მწარმოებელთა მოკლე სიას მალე „სუზუკიც“ შეუერთდება. იაპონურმა კომპანიამ, თავის
პარტნიორ „ინტელიჯენტ ენერჯისთან“ ერთად, უკვე დაასრულა მუშაობა კომპაქტურ ფიჭურ
დანადგარზე, რომელიც იოკოჰამაში, საავტომობილო ინჟინრების საზოგადოების იაპონიის კონგრესზე
წარადგინა.
სხვა კომპანიების მსგავსი სისტემებისგან, „სუზუკის“
ფიჭური ელემენტი იმით განსხვავდება, რომ ის კომპაქტურ ავტომობილებშიც იოლად ჩაეტევა
და მისით ელექტრული ბაიკების აღჭურვაც კი შესაძლებელია. ფიჭური სისტემა Gen4
მუდმივად მუშაობს 3.9 კილოვატ სიმძლავრეზე და მოკლე პერიოდებში 4.0 კილოვატზეც
შეუძლია ასვლა.
ამ მონცემებით, Gen4 ახლოსავ ვერ მივა „ტოიოტას“
100-კილოვატიან სისტემასთან, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ეს უკანასკნელი პატარა
ავტომობილებში ვერ ჩაეტევა. ამ კომპაქტური დანადგარის პლიუსია ის ფაქტი, რომ მისი
მუშაობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი მასზეა ინტეგრირებული და ეს ყველაფერი
ძალიან კომპაქტურ გაბარიტებში ეტევა, რაც პატარა ავტომობილებში მისი გამოყენების
საშუალებას იძლევა.
„ჩვენი ახალი ფიჭურუჯრედოვანი ძალური დანადგარი Gen4,
ავტომწარმოებლებს ადგილის დაზოგვის საშუალებას მისცემს, ასევე შეამცირებინებს ფასს
და თანაც ისე, რომ ამით ავტომობილის მახასიათებლები არ გაუარესდება. ამგვარად,
ჩვენ მწარმოებლებს ახალ, ძალიან ხელსაყრელ გამოსავალს ვთავაზობთ, რაც მათ ნულოვანი
გამონაბოლქვის მქონე კომპაქტური ავტომობილების სწრაფად შემუშავების საშუალებას
მისცემს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მას ეს ძვირი არ დაუჯდებათ, რაც ასეთი
სისტემების დამოუკიდებლად შემუშავების შემთხვევაში გარდაუვალია“, - ამბობს „ინტელიჯენტ
ენერჯის“ მმართველი დირექტორი ჯეიმს ბაჩელორი.
აღსანიშნავია ისიც, რომ Gen4 არის ელექტრომობილების
სვლის სიშორის გაზრდის საშუალება და მას დამოუკიდებლად ავტომობილისთვის მბიძგველი
ძალის მინიჭების ფუნქცია არ გააჩნია. რაც მთავარია, მის მიერ გამომუშავებული
ელექტრო ენერგია სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მოძრაობისას დამატებითი ენერგიის
მიწოდებაზე ნებისმიერი ელექტრომობილის მოთხოვნლება დააკმაყოფილოს.
„სუზუკიმ“ და „ინტელიჯენტ ენერჯიმ“ ასევე გამოაცხადეს,
რომ მათ უკვე მომზადებული აქვთ საწარმოო ხაზი, სადაც Gen4-ის წარმოებას მალე
დაიწყებენ.
No comments:
Post a Comment