Massa 'glad' Ferrari axe led to Williams
31 მაისი
ფელიპე მასა კმაყოფილია იმით, რომ „ფერარიმ“ გასული
სეზონის შემდეგ ის დაითხოვა და ამის გამო, „უილიამსში“ გადასვლამ მოუწია.
ბრაზილიელმა პილოტმა მარანელოელთა გუნდში 2006-2013 წლებში იასპარეზა და ამ
პერიოდში მისი თანაგუნდელები მსოფლიო ჩემპიონები - მიხაელ შუმახერი, კიმი რაიკონენი
და ფერნანდო ალონსო იყვნენ. ერთხელ მასას ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
და როცა „ფერარიში“ რაიკონენი მეორედ მიიწვიეს,
მისთვის ადგილი სწორედ მასას გამოათავისუფლებინეს. დღეს ფელიპე ამბობს, რომ არ
უკვირს, როცა ხედავს, რომ რაიკონენი ალონსოს გვერდით არ ჩანს: „იქნებ, ეს იმის
ბრალია, რომ კიმი ალონსოსავით კარგი არაა?“, - ამბობს მასა და იხსენბს, რომ
2007-ში, როცა კიმი ჩემპიონი გახდა, მონცას რბოლამდე მას თავად უსწრებდა.
„სანამ ის ჩემპიონი გახდებოდა, იმ სეზონში მონცამდე
წინ მე ვიყავი. სამწუხაროდ, ჩვენ შეთანხმებულნი ვიყავით, რომ მონცაზე გადაწყდებოდა,
ვინ იქნებოდა პირველი ნომერი. მე კიმიზე წინ ვიყავი, როცა მანქანას პრობლემები
დაეწყო. შემდეგ სეზონში მე მასზე წინ ვიყავი. იმის შემდეგაც, ჰუნგარორინგზე
მომხდარ ინციდენტამდე, მას ვასწრებდი. მაგრამ კიმი მსოფლიო ჩემპიონია, მე კი - არა“.
ყოველივეს მიუხედავად, მასა არ ნანობს, რომ „ფერარიში“
ადგილი დაკარგა და „უილიამსში“ გადავიდა: „ეს აბსოლუტურად სწორი სვლა იყო. ახლა,
როცა უკან ვიხედები, მიხარია კიდეც, რომ ასე მოხდა და „ფერარიმ“ ჩემი დატოვება არ
ისურვა. ამან მე „უილიამსში“ გზა გამიხსნა. აქ მშვიდად ვარ, მოტივაცია მაქვს, გუნდი
პატივს მცემს. ხანდახან ცვლილება კარგია. ახლა უფრო ხნიერი ვარ, მაგრამ მძიმე
მუშაობისთვის და ბრძოლისთვის მზად ვარ. გული არაფერზე მწყდბა“.
რაც
მთავარია, ის აღნიშნავს, რომ წითელი ფორმის ტარება წარმოუდგენელ ფსიქოლოგიურ წნეხსაც
ნიშნავს და ამ წნეხის ქვეშ ყოფნა სულაც არ ენატრება: „იქ მხრებზე უზარმაზარი
ტვირთი გაწევს, თუ ვერ იგებ. ეს შეიძლება პოზიტიურ ენერგიად გამოიყენო, მაგრამ ეს
ძნელია, როცა მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ხარ. „უილიამსში“ კი მხოლოდ რბოლებზე
ვფიქრობ, ეს კი უკეთესია“.
No comments:
Post a Comment