Raikkonen admits 2014 title chance 'over'
31 მაისი
კიმი რაიკონენმა გამორიცხა ამ სეზონში ტიტულისთვის
ბრძოლა. მისი თქმით, „მერსედესის“ დამარცხება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ნორვეგიაში,
სპონსორთან შეხვედრის შემდგომ, გამოცემა „აფტენპოსტენის“ ჟურნალისტის კითხვაზე,
როგორ აფასებს თავის შანსებს ტიტულზე, ფინელმა მრბოლმა უპასუხა:
„ყველაფერი დამთავრებულია. „მერსედესის“ მანქანები მეტისმეტად
სწრაფებია. ჩვენ გვინდა, რომ წინ ვიყოთ, მაგრამ როგორც ვატყობ, ამ სეზონში ტიტულზე
ჩემი იმედები დასრულებულია“. ამასთან, მან თავი შეიკავა ნიკო როსბერგსა და ლუის
ჰამილტონს შორის დაძაბული ურთიერთობის განხილვისგან. „მე ეს არ მაინტერესებს. მე
მხოლოდ ჩვენი მიღწევები მაინტერესებს და ის, რომ მოწინავეთა შორის დავბრუნდეთ“.
სამაგეროდ, მან ისაუბრა იმ ახალ მიმართულებაზე, რაც
ფ1-ს აქვს აღებული< რომელმაც უარი თქვა ატმოსფერულ V8 ძრავებზე და ტურბო V6
ძრავებსა და ჰიბრიდულ სისტემებზე გადავიდა: „მრბოლებს უკეთესი ჩაჭიდება და უფრო
სწრაფი მანქანები გვინდა. მეტი ცხენის ძალები. სიჩქარის გაზრდა ძნელია, მაგრამ
ფაქტია, რომ ის რბოლების სანახაობრივ მხარეს გაზრდის. მაგრამ წესებს ჩვენ არ ვღებულობთ
და ამიტომ, იმით უნდა შევძლოთ მაქსიმუმის ჩვენება, რის საშუალებაც გვაქვს“.
კიმი
რალისაც შეეხო და როგორც „ფერარის“ ვებგვერდზე წერია, ფინელს არ დაუკარგავს რალის
რბოლებში ასპარეზობის სურვილი, თუმცა ამჟამად მთლიანად ფორმულა ერთზეა ფოკუსირებული.
რაც შეეხება სიჩქარეს, მონაკოში გამართულ პრესკონფერენციაზე რაიკონენმა განაცხადა:
„პრობლემა ისაა, რომ ფ1-ში უსაფრთხოებაზე ზედმეტად ზრუნავენ, რაც ყველაფრის
შეზღუდვით გამოიხატება. ეს კი ცუდია, რადგან ვფიქრობ, ყველასთვის უფრო კარგი და
სახალისო იქნება, თუ შეზღუდვებს შეამცირებენ. ამით პირველ რიგში, ფ1 მოიგებს“.
No comments:
Post a Comment