დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 10, 2014

ჰამილტონის ზედიზედ მეოთხე პოული

Motor racing-Hamilton on pole for Spanish Grand Prix
10 მაისი
არ გაგიკვირდბოდათ, პოულზე „მერსედესის“ პილოტის გვარი რომ არ წაგეკითხათ? რა თქმა უნდა. კვალიფიკაციაზე ერთადერთი კითხვა შეგიძიათ დასვათ - შეძლებს ნიკო როსბერგი ლუის ჰამილტონის დამარცხებას? ბარსელონა მეხუთე ეტაპს მასპინძლობს და ამ ხუთიდან ნიკომ ოთხჯერ ვერ შეძლო. ჰამილტონმა უკვე ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა რბოლის მოწინავე პოზიციიდან დაწყების უფლება.
დანარჩენებს კი პოულთან ისევ წამი - ნამდვილი უფსკრული აშორებთ. მათ შორის ყველაზე სწრაფი ისევ დანიელ რიკარდოა, „რედ ბულის“ ავსტრალიელი ახალწვეული, რომელიც სებასტიან ფეტელის დაუსრულებელი პრობლემების გამო, ეულად ებრძვის სამქიმიანებს. სანამ რიკარდო „რედ ბულის“ ნდობას ამართლებს, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი პრობლემებს ებრძვის - პირველი ორი პრაქტიკა ხომ თითქმის სრულად გააცდინა, კვალიფიკაციის დასკვნით სეგმენტშიც ვერ შეძლო თავისი ახალი შასის შესაძლებლობების რეალიზაცია. უფრო სწორედ, ამის საშუალება ისევ შასიმ არ მისცა.
პირველი პრაქტიკის დროს, მის მანქანაზე სადენების მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც, ტექნიკურმა პერსონალმა მანქანა დაშალა და სადენები სრულად გამოუცვალა. კვალიფიკაციის პირველ ორ სეგმენტში ფეტელი ძველებურად ბრძოლისუნარიანი იყო, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში ტექნიკამ ისევ უმტყუნა. ამჯერად ტრანსმისია გაჭირვეულდა. „გარაჟიდან გამოსვლისას, მეორე საფეხური დავკარგე. მესამე ვცადე და მუშაობდა. ვიფიქრე, რომ მეორის გარეშე შემეძო წრის გავლა, მაგრამ ტრასაზე ყველა საფეხური დავკარგე“, - ყვება ფეტელი.
სხვათა შორის, მესამე პრაქტიკაზე როსბერგმა ჰამილტონს აჯობა და ბევრი ფიქრობდა, რომ ამჯერად პოულზე გერმანელის ხილვის ჯერი დადგა. როსბერგმა ბოლო წამებზე შეძლო ჰამილტონის დროის დაახლოებით 0.8 წამით გაუმჯობესება, თუმცა იქვე ბრიტანელმა უკან დაიბრუნა თითქმის დაკარგული პოული. ეს მის კარიერაში 35-ე პოულ პოზიციაა. ცნობისათვის, ჰამილტონს ბარსელონას ტრეკზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია.
შესანიშნავად იასპარეზა „უილიამსის“ ფინელმა ვალტერი ბოტასმა, ვინც სტარტზე მეორე რიგში, რიკარდოს გვერდით დაიკავებს ადგილს. რომენ გროჟანმა კი „ლოტუსს“ იმის იმედი ჩაუსახა, რომ გუნდი ბოლოს და ბოლოს, შეძლებს კრიზისის დაძლევას. არადა, კვალიფიკაციის დასაწყისშივე, მანქანა დაამტვრია მისმა ვენესუელელმა პილოტმა პასტორ მალდონადომ.

ესპანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:25.232
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:25.400
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:26.285
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:26.632
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:26.960
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:27.104
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:27.140
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:27.335
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:27.402
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:27.685
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:28.002
13. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:28.039
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:28.280
15. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       დროის გარეშე
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            დროის გარეშე
- - - - - - - - - -
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:28.563
18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:29.586
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:30.177
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:30.312
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:30.375
22. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        დროის გარეშე

სასტარტო მწკრივი
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)
12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)
14. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)
15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)
20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)
21. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)
22. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)

P.S. რბოლის შემდეგ, „რედ ბულმა“ ფეტელის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი შეცვალა, რის გამოც, გერმანელი მრბოლი სტარტზე მე-15 პოზიციას დაიკავებს.

No comments:

Post a Comment